Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროკავშირი კოსოვოს აფრთხილებს არ გააუქმოს ომის დანაშაულთა სასამართლო

ევროკავშირი კოსოვოს აფრთხილებს, რომ ორმხრივ კავშირებს ზიანი მიადგება ომის დანაშაულთა სასამართლოს გაუქმების შემთხვევაში. კოსოვოში ევროკავშირის ოფისმა 12 იანვარს გაავრცელა ამ შინაარსის განცხადება, მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში იგივე განაცხადა აშშ-მა. ამ განცხადებების ფონია გაურკვევლობა იმის თაობაზე, შეიტანს თუ არა კოსოვოს პარლამენტი ამ საკითხზე კენჭისყრას მომავალი კვირის განრიგში, მას შემდეგ, რაც 22 დეკემბერს ის გადადო, აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან ზეწოლის შედეგად. სასამართლო - საგანგებო პალატა და პროკურორის საგანგებო ოფისი - 2015 წელს შეიქმნა, იმ მიზნით, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარიყვნენ კოსოვოს გათავისუფლების არმიის ყოფილი წევრები, რომლებსაც ბრალად ედებათ სისასტიკე 1998-99 წლების, სერბიისგან დამოუკიდებლობისთვის წარმოებულ ომში. სასამართლოს ჯერ არც ერთი საქმე არ განუხილავს. კოსოვოს მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ სასამართლომ, რომელიც ჰააგაშია განთავსებული, შესაძლოა ბრალი წაუყენოს ან მოწმეებად გამოიძახოს ამჟამინდელი მთავრობის წევრები. სასამართლო ჰოლანდიაში იმ მიზეზით განათავსეს, რომ მინიმუმამდე დასულიყო მოწმეებზე ზეწოლის ან სასამართლო კორუფციის საფრთხეები. კოსოვოს პრემიერ-მინისტრი, რამუშ ჰარადინაი, პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი და პარლამენტის სპიკერი, კადრი ვესელი წარსულში კოსოვოს გათავისუფლების არმიის (KLA) მეთაურები იყვნენ. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus