Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირანი: აშშ "ვერაგულად არღვევს" ბირთვულ შეთანხმებას, მასში ცვლილებების მოთხოვნით

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალი დასდო 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების "ვერაგულად დარღვევაში", მას შემდეგ, რაც ტრამპი დაიმუქრა, რომ შეთანხმებას რამდენიმე თვეში დატოვებს, თუ მასში ცვლილებებს არ შეიტანენ. ზარიფმა 12 იანვარს ტვიტერით დაწერა, ტრამპის განცხადება წარმოადგენს "სასოწარკვეთილ მცდელობას ძირი გამოეთხაროს მყარ, მრავალმხრივ შეთანხმებასო". ამასთან, ზარიფმა მოიტანა შეთანხმების ის მუხლები, რომლებსაც, მისი თქმით, აშშ არღვევს, რადგან ითხოვს ცვლილებებს საკითხებზე, რომლებიც უკვე შეთანხმებულია ირანსა და მსოფლიოს ხუთ წამყვან ქვეყანას შორის. შეთანხმება "მოლაპარაკებას არ ექვემდებარებაო", წერს ზარიფი და დასძენს - მოყირჭებული რიტორიკის გამეორების ნაცვლად, უმჯობესი იქნება აშშ, როგორც ირანი, შეთანხმებას სრულად დაემორჩილოსო. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ გაუგრძელებს ვადას ირანისთვის სანქციების შემსუბუქების ზომას - როგორც ამას შეთანხმება ითხოვს, ირანის ბირთვული მოქმედებების შეკვეცის სანაცვლოდ - მაგრამ აპირებს აშშ გამოიყვანოს შეთანხმებიდან, თუ ის უახლოეს თვეებში უფრო ძლიერი არ გახდება. აშშ-ის პრეზდიენტი 12 იანვრის განცხადებაში ამბობს, რომ "უკანასკნელად" და კიდევ 120 დღით დატოვებს ძალაში აშშ-ის სანქციების მოხსნის ზომას, და ამ დროის განმავლობაში ევროპის ქვეყნებთან უნდა გაიმართოს მოლაპარაკება შეთანხმების გაძლიერების მიზნით. ამან უნდა მოიცვას ირანის ბირთვული მოქმედებებისთვის სამუდამო შეზღუდვის დაწესება - რომლებსაც, ამჟამინდელი პირობებით, 10 წლის შემდეგ გაუვა ვადა. 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus