17 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი. თბილისში დღეს, გვიან ღამით თოვლჭყაპია მოსალოდნელი, დედაქალაქის გარეუბნებში კი ნალექი უმეტესად თოვლი სახით იქნება. ასევე, დღეს გვიან ღამით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოთოვს, მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი ინტენსიური თოვაა მოსალოდნელი. 14 იანვარს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, […]