პარლამენტის ვიცე–სპიკერმა გია ვოლსკიმ გია გაჩეჩილაძის განცხადებასთან და შემდეგ პრემიერ-მინისტრის პასუხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. „საზოგადოება კარგად იცნობს პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილს, როგორც სიტყვის კაცს, როგორც საქმეში ჩახედულ ადამიანს და ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა სტაბილურობისთვის და ბიზნესის თავისუფლებისთვის, აქედან გამომდინარე, მისი სიტყვები არ არის ჰაერიდან მოტანილი და არ არის კინკლაობის საგანი. ეს არის სახელმწიფო უწყებაზე უსაფუძვლოდ […]