თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი უფასო სასადილოების ბიუჯეტის შემცირებას არ ადასტურებს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 16 500 000 ლარს შეადგენს, თუმცა კვებასთან დაკავშირებული პრობლემის შექმნის შემთხვევაში დამატებითი თანხები გამოიყოფა. „არანაირი ბიუჯეტი არ შემცირებულა. ეს არის სპეკულაცია, მორიგი სიცრუე ოპოზიციის მხრიდან. 16 მილიონ 500 ათასი არის სოციალური მიმართულებით, კონკრეტულად […]