„Gem fest 2017“ ოფიციალურად გაიხსნა. ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში სხვადასხვა ღონისძიებებით დახვდნენ. მთავარი სცენა კი უცხოელმა შემსრულებლებმა დაიკავეს. ფესტივალის ორგანიზატორის განცხადებით, ერთ თვიანი ღონისძიებისთვის ყველაფერი მზადაა და სამეგრელოს უკვე ეწვია 7 ათასი ტურისტი. გიორგი სიგუა ვარაუდობს, რომ მათი რაოდენობა ფესტივალის მიმდინარეობის დროს 50 ათასამდე გაიზრდება. გახსნის საღამო განმუხურში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.