მიმდინარე წელს, სააგენტოს სპეციალისტებმა ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის, სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაგზავნეს, საიდანაც უკვე გამოკვლეულია 25. აქედან დარღვევა – დადგენილი ნორმის ზღვარს ზემოთ ტყვიის შემცველობა -გამოვლინდა 4 ნიმუშში, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზრის მონიტორინგს სურსათში ტოქსიკური ელემენტების შემცველობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ლაბორატორიული […]