Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"ფორმულის" ჟურნალისტის ელისო ჯარიაშვილის თანახმად, გურამ როგავაზე თავდამსხმელზე რეპორტაჟის შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია "ფორმულის" ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი, წერს რომ საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ, პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება, ტელეკომპანიის ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმადაც გამოავლინეს "ფორმულის ყოფილ ჟურნალისტზე, გურამ როგავაზე 2024 წლის ნოემბრის აქციებისას თავდამსხმელის სავარაუდო ვინაობა"

ელისო ჯარიაშვილი წერს რომ "მიუხედავად იმისა, რომ ამის სამართლებრივი აუცილებლობა არ არის, რადგან გურამ როგავაზე შესაძლო თავდამსხმელის ვინაობა მათთვის უკვე ცნობილია და შესაბამისად შეუძლიათ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება" დღესვე მაინც მივა უწყებაში.

"სახელს და გვარს ადგილზეც გავუმეორებ, თუ ამ ფორმალობას მათთვის მნიშვნელობა აქვს", წერს ელისო ჯარიაშვილი.

რადიო თავისუფლება პროკურატირად ელისო ჯარიაშვილის დაბარებასთან დაკავშირებით პასუხს ელოდება.

ახალგაზრდა კაცი, ინიციალებით ი.შ., - რომლის სახელსა და გვარსაც „ფორმულაც“ არ ასახელებს, - როგავაზე თავდასხმას უარყოფს.„სპეცრაზმის“ ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) ამბობს, რომ ეს სახელი „პირველად ესმის“.ტელევიზიის ცნობითვე, სახელმწიფო უწყებები არ აზუსტებენ, გამოჰკითხეს თუ არა აღნიშნული პირი, და ამბობენ, რომ გამოძიება გრძელდება.თავდასხმა გურამ როგავაზეგურამ როგავაზე ამ დრომდე უცნობმა, ნიღბიანმა სამართალდამცავმა - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, - 2024 წლის 29 ნოემბერს, გვიან ღამით, აქციის დაშლის დროს იძალადა.

გურამ როგავა პირდაპირ ეთერში აშუქებდა აქციის დარბევას - პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მასზე ძალადობის კადრი რადიო თავისუფლებამ გადაიღო. დარტყმის შემდეგ პოლიციელი გაიქცა.

გურამ როგავა დაზარალებულად ცნეს, თუმცა გამოძიებას თავდამსხმელი არ დაუდგენია.არც როგავას და არც სხვა ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის, მათზე ძალადობის, - ისევე, როგორც დემონსტრანტებზე ძალადობის, - გამო არავინ დასჯილა.დემონსტრაციების მონაწილე ასობით მოქალაქე დააკავეს, ათობით მათგანს კი ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.ვინ არის სავარაუდო თავდამსხმელი„ფორმულის“ თანახმად, „სისტემიდან რამდენიმე, სხვადასხვა წყაროს“ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პროგრამამ, „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“, ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება და დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა.

ინფორმაცია, ტელეარხის ცნობით, მიაწოდეს შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან, მოქმედმა თანამშრომელმა, და ეს ინფორმაცია რამდენიმე წყარო დაუდასტურა მათ.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, წყაროები, - რომელთა ვინაობაც დაზუსტებული არ არის, - სავარაუდო თავდასხმელი:

ირიცხებოდა „მართლწესრიგისა და მასობრივი ღონისძიებების უსაფრთოების დაცვის მთავარ სამმართველოში“;იყო ე.წ. „დამბრბევების დანაყოფში“;სწავლობდა „სასულიერო სკოლაში“;თავდასხმის დროს ის იყო 21 წლის;ამჟამად მუშაობს კერძო დაცვის სამსახურში.„სასულიერი სასწავლებელი“მისი ოჯახის წევრმა უთხრა სახლთან: „მეც პოლიციაში ვმუშაობდი... ჩემს პირად ამბავს ვერასოდეს ვერ გეტყვით თქვენ... რატომ მალავს? არაფერს არ მალავს მაგი“.

„არა, დედა, რაი დარბევა, ისეთი ბავშვია, სასულიერო სკოლა აქვს დამთავრებული“, - უთხრა ტელევიზიის გუნდს, - მათ შორის თავად გურამ როგავას, - ოჯახის კიდევ ერთმა წევრმა.

„არანაირი ფაქტი არ გაგაჩნიათ“ - ამბობს ის„არანაირი ფაქტი არ გაგაჩნიათ... კარგად ბრძანდებოდეთ“ - უთხრა ახალგაზრდა კაცმა, ინიციალებით ი.შ., ჟურნალისტს, როდესაც მან როგავაზე თავდასხმის შესახებ დაუსვა შეკითხვა.

„კარგად იყავით, რა“ - ასე უპასუხა მან მეორე ზარს.

„ტყუილია, კარგად ბრძანდებოდეთ. და ჩემს ოჯახს ნუ აწუხებთ“, - მისწერა მან „ფორმულას“ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე პასუხად. მას სხვა კითხვებზე - თუ ტყუილია, სად იმყოფებოდა დარბევის ღამეს, - არ უპასუხია.

გდდ-ს ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი ამბობს:

„პირველად მესმის“„პირველად მესმის ეგ სახელი და გვარი... არა, ნამდვილად არ ვიცნობ“.

ჟურნალისტის კითხვაზე, „გდდ-ში არ უმუშავია და რომ ემუშავა, გეცოდინებოდათ“, უპასუხა: „რა თქმა უნდა, მეცოდინებოდა. ნამდვილად არ მეცნობა ეგ სახელი და გვარი, ჩემ გარშემო არ ყოფილა“.

შემდეგ, შეთავაზებაზე, რომ ფოტოს ჩაუგდებდა, ხარაზიშვილმა უთხრა: „არ ვიცნობ, ახლა, ხუთი ათას კაცში როგორ უნდა ვიცნო ყველა, ხო“?

ზვიად ხარაზიშვილი, - აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული და პრეზიდენტ ყაველაშვილის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოვებული ყოფილი მაღალჩინოსანი, - 2025 წლის ივნისში წავიდა გდდ-ის უფროსის პოსტიდან, შნ მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომის კვალდაკვალ.

„ვიცი, რომ არ ყოფილა... ეგეთი თავდასხმა და ეგეთ რამეებზე... ეს ჩემი ხალხი არ არის, რა, ნუ აბრალებთ... მე არ მახსოვს ეგეთი სახელი და გვარი ჩემს დანაყოფში. რაც შეეხება თავდასხმას, თავდასხმას ჩემი დანაყოფის წევრები არ აწყობდნენ, გამიგე“?

დამაზუსტებელ კითხვაზე, „ანუ ის, ვინც გურამ როგავას თავში ჩაარტყა, ის გდდ-ში არ მუშაობდა“, უპასუხა: „არ ვიცი, მე არ ვიცნობ და არ ვადასტურებ“.

„გამოძიება გრძელდება“„ფორმულის“ ცნობითვე, პროკურატურამ და შსს-მ არ უპასუხეს კითხვას, გამოკითხულია თუ არა ეს კონკრეტული სპეცრაზმელი, გამოძიების მიმდინარეობაზე კი განუცხადეს:

„2024 წლის აქციების დროს სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობრივად გადამეტების ფაქტებზე გამოძიება ამ ეტაპზეც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს;ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის ძალადობაში მონაწილე შესაძლო პირთა იდენტიფიცირების მიზნით“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus