Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

დრონებით დარტყმის შედეგად ნავთობის გადამუშავება შეაჩერა რუსეთში სიმძლავრით მეორე ქარხანამ - Reuters

უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ნავთობის გადამუშავება შეაჩერა რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქარხანამ, „კირიშინეფტეორგსინტეზმა“ (კინეფი), რომელიც ლენინგრადის ოლქის კირიშის რაიონში მდებარეობს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით 5 მაისს დაარტყეს.

Reuters-ის წყაროთა ცნობით, შეტევის შედეგად დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების ოთხიდან სამი დანადგარი

„კირიშინეფტეორგსინტეზი“ რუსეთში სიმძლავრით მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა ომსკის ქარხნის შემდეგ, წელიწადში 20,1 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავება შეუძლია და ბენზინს, დიზელის საწვავს, ნავთს, მაზუთს და სხვა პროდუქციას აწარმოებს.5 მაისს ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ დაადასტურა, რომ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ქარხანა „კინეფის"(კირიშინეფტეორგსინტეზი) ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

5 მაისს, დღის მეორე ნახევარში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა დაარტყეს „კირიშინეფტეორგსინტეზის“ ნავთობის პირველადი გადამუშავების სამ დანადგარს და ნავთობპროდუქტების რეზერვუარს.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კირიშის ქარხანას რამდენჯერმე დაარტყეს 2024-2025 წლებში და 2026 წლის მარტშიც.სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, მხოლოდ 2026 წლის აპრილში უკრაინის თავდაცვის ძალებმა სულ მცირე 21-ჯერ შეუტიეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, საზღვაო ტერმინალებს და მილსადენების ინფრასტრუქტურას.

დარტყმის ქვეშ იყო სულ მცირე ცხრა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელთაგან ხუთმა წარმოება სრულად, ან ნაწილობრივ შეწყვიტა.

უკრაინის ხელისუფლება მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას. რუსეთის ხელისუფლება ამ დარტყმებს „ტერორისტულ შეტევებს" უწოდებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus