Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მალიში თავდასხმებია, არმია აცხადებს მასშტაბურ ოპერაციებზე

მალიში შაბათს ანტისამთავრობო, შეიარაღებულმა ჯგუფებმა კოორდინირებული თავდასხმები განახორციელეს დედაქალაქ ბამაკოზე და ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე რამდენიმე ქალაქზე. ხელისუფლება იუწყება "ერთდროულ კომპლექსურ იერიშებზე" და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს - იუწყება სააგენტო Reuters-ი.

გაეროს მონაცემებით, დარტყმები განხორციელდა ბანაკოსთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაზე, ასევე ქალაქებზე მოპტი, გაო და კიდალი. აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

არმიის განცხადებით, დილის 11 საათისთვის ვითარება კონტროლს დაექვემდებარა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არც ერთ ჯგუფს არ უკისრია. თუმცა ძალოვან სტრუქტურებში Reuters-ის წყაროები იერიშებს უკავშირებენ ჯიჰადისტურ დაჯგუფებას, რომელსაც ურთიერთობა აქვს ტერორისტულ "ალ-ყაიდასთან" და ალიანს "აზავადის გათავისუფლების ფრონტთან".

ექსპერტები, რომლებსაც სააგენტო ესაუბრა, მომხდარს მიიჩნევენ ბოლო წლების ყველაზე მასშტაბურ ესკალაციად და "სერიოზულ გამოცდად რეჟიმისთვის".

უკვე ათ წელიწადზე მეტია მალი აწყდება თავდასხმებს შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან, რომლებსაც კავშირი აქვთ ტერორისტულ ჯგუფებთან "ალ-ყაიდა" და "ისლამური სახელმწიფო", ასევე ტუარეგ სეპარატისტებთან.

სამხედროები, სათავეში ასიმი გოიტათი, ხელისუფლებაში მოვიდნენ 2020 და 2021 წლების გადატრიალების შემდეგ, ვითარების სტაბილიზაციის დაპირებებით - თუმცა ამ პირობის შესრულება არ ხერხდება.

ბოლო წლებში მალის ხელისუფლება ფსონს დებდა რუს დაქირავებულ მეომრებზე, თუმცა ასევე ცდილობდა დაახლოებას აშშ-სთან. Reuters-ის ცნობით, მხარეები განიხილავენ შეთანხმებას, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას მისცემს განაახლოს სადაზვერვო ფრენები ქვეყნის ტერიტორიის თავზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus