Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

Freedom House-ის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკას იყენებენ

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House აცხადებს, რომ 2025 წელს საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს შეემატა, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკას იყენებს.

ორგანიზაციის 2026 წლის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, „რეპრესიის განმახორციელებელი სახელმწიფოების ჯგუფი გაფართოვდა. ექვსი ახალი ქვეყანა — ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე — გამოვლინდა, როგორც ტრანსნაციონალური რეპრესიის ტაქტიკების გამოყენებელი“.

ტრანსნაციონალური რეპრესია ნიშნავს, რომ სახელმწიფოები საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ახორციელებენ დევნას - აქტივისტების, ჟურნალისტების, ოპოზიციონერებისა და დიასპორის წევრების წინააღმდეგ.

დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის მდგომარეობით, სულ მცირე 54 სახელმწიფოს აქვს მცდელობა, „გააჩუმოს საზღვარგარეთ მყოფი დისიდენტები“, რაც მსოფლიოს ქვეყნების მეოთხედზე მეტს შეადგენს.

Freedom House აღნიშნავს, რომ ასეთი ქმედებები მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე არაპირდაპირ მეთოდებს — უკანონო დაკავებებს, იძულებით დაბრუნებას, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენებას და ზეწოლას ემიგრაციაში მყოფ პირებზე.

ანგარიში ასევე მიუთითებს, რომ ტრანსნაციონალური რეპრესია ხორციელდება სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გზითაც, რაც ართულებს დისიდენტების დაცვას უცხო ქვეყნებში.

საქართველოს კონტექსტში, ორგანიზაცია კონკრეტულ შემთხვევებს არ აღწერს. ქვეყანა ანგარიშში მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ ერთ აბზაცშია მოხსენიებული.

ანგარიშის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ტრანსნაციოალური რეპრესიების ტენდენცია ქმნის სერიოზულ გამოწვევას როგორც ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ისე დემოკრატიული ქვეყნების უსაფრთხოებისთვის, სადაც დისიდენტები ხშირად ცდილობენ თავშესაფრის პოვნას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus