პეტერ მადიარმა 17 აპრილს განაცხადა, რომ ბუდაპეშტში ევროკავშირის წარმომადგენლებთან პირველად მოლაპარაკებებს იწყებს, რადგან, მისი თქმით, დროის დაკარგვის უფლება არ აქვს. ევროკავშირმა მადიარის წინამორბედთან, ვიქტორ ორბანთან დაპირისპირების გამო გაყინა ბუდაპეშტისთვის გეგმური სახსრების მიწოდება.