Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ფაშინიანმა ერევანში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს

17 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში, ელისონ ჰუკერს.

თავად ჰუკერი სოციალურ ქსელში აქვეყნებს შეხვედრის ამსახველ ფოტოებსა და პოსტს, რომელშიც აღნიშნავს, რომ მასპინძლებთან იმსჯელა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და „ტრამპის მარშრუტზე საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP):

“რა შესანიშნავი დღე იყო ერევანში, აშშ-ის პრეზიდენტის აგვისტოს ისტორიული სამშვიდობო სამიტის შემდეგ. მქონდა პროდუქტიული შეხვედრა ნიკოლ ფაშინიანთან, არარატ მირზოიანთან, არმენ გრიგორიანთან, ვაჰან კოსტანიანთან და რუბენ რუბინიანთან აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე. TRIPP-ის განსავითარებლად, აშშ-სომხეთის ურთიერთგაგების მემორანდუმების განსახორციელებლად და მშვიდობისა და კეთილდღეობის წინსვლისთვის, აშშ-ის პრეზიდენტისა და ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობით ავამოქმედეთ სამუშაო ჯგუფები. ახლა ბაქოში მივემგზავრები!“

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანმა ელისონ ჰუკერთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ დონეზეა და „აშშ-სთან პარტნიორობა ახლებურად აღიქმება როგორც სომხეთის მთავრობის, ისე საზოგადოების მიერ“. ნიკოლ ფაშინიანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა ვაშინგტონის 8 აგვისტოს მშვიდობის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების დროულად განხორციელების მნიშვნელობას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ის ერევანში ჩავიდა ვაშინგტონის სამიტზე ჩამოყალიბებული ხედვის განხორციელების ხელშესაწყობად. ორმხრივ შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის, რეგიონული კომუნიკაციისა და უსაფრთხოების სფეროებში. საუბარი შეეხებოდა ორმხრივი სამუშაო ჯგუფების მუშაობის დაწყებას, რომლებსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოულტერი უხელმძღვანელებს. ეს ჯგუფები იმუშავებენ ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებისა და TRIPP-ის განხორციელებაზე.

2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა სამმხრივ და ორმხრივ შეთანხმებებს. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus