Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ლინდსი გრემი კრემლს: თუკი პუტინსა და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, აიათოლასთან დარეკვას ვურჩევდი

ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 14 ივლისის განცხადებებს ეხმაურება და მოსკოვს ურჩევს, "სიტყვაზე ენდოს" აშშ-ის პრეზიდენტს:

"აშშ-ის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება ევროპელების მიერ ნაყიდი ამერიკული იარაღის ნატოს გავლით უკრაინისთვის მიწოდებაზე, მისასალმებელი ამბავია. ასეთივე მნიშვნელოვანი იყო მისი განცხადება, რომ, თუკი ბრძოლა 50 დღეში არ დასრულდება, ის 100%-იან ტარიფებს დაუწესებს ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ, რითაც აძლიერებენ პუტინის ომის მანქანას. ეს იქნება პუტინისთვის ყველაზე მტკივნეულ ადგილას დარტყმა".

სენატორი გრემი რუსეთის პრეზიდენტს ურჩევს, ირანის უზენაეს სულიერ ლიდერთან დააზუსტოს, რა მოჰყვება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დაწესებული ვადის დარღვევას:

"თუკი პუტინსა და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, აიათოლასთან დარეკვას ვურჩევდი. იმ ქვეყნის ადგილას რომ ვიყო, რომელიც რუსეთისგან იაფ ნავთობს ყიდულობს და პუტინის ომის მანქანას აძლიერებს, პრეზიდენტ ტრამპს სიტყვაზე ვენდობოდი".

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 ივლისს თეთრ სახლში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ აშშ "ძალიან მკაცრ გადასახადებს" დაუწესებს რუსეთს 50 დღეში - თუკი უკრაინაში ომის დასრულებაზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მაღალტექნოლოგიურ იარაღს გაუგზავნის ნატოს უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ ომში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus