Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

Bloomberg: უკრაინა რესურსების შესახებ შეთანხმების ჩარჩოებში აშშ-ს ინვესტიციების გაზრდას მოსთხოვს

უკრაინა აშშ-ს შესთავაზებს ცვლილებების შეტანას შეთანხმების ახალ პროექტში სასარგებლო წიაღისეულის შესახებ, მათ შორის პირობას აშშ-ის ინვესტიციების გაზრდის შესახებ. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, 28 მარტს უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა დაურეკეს ამერიკელ კოლეგებს, მათ შორის იურისტებს, დოკუმენტთან დაკავშირებით განმარტებების მისაღებად.

როგორც ადრე Bloomberg-ი და Financial Times-ი იტყობინებოდნენ, შეთანხმების ახალი პროექტი ვრცელდება ყველა ბუნებრივ რესურსზე, ნავთობისა და გაზის ჩათვლით და ასევე, ქვეყნის ძირითად ენერგეტიკულ აქტივებზე.

დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოითხოვს „პირველი შეთავაზების უფლებას“ ინვესტიციებზე ყველა ინფრასტრუქტურულ და რესურსების პროექტში.

კიევს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან და ბუნებრივი რესურსების განვითარების პროექტებიდან მიღებული შემოსავლის 50 პროცენტის სპეციალურ საინვესტიციო ფონდში გადარიცხვა მოუწევს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აშშ-ს სურს მოიპოვოს უფლება იყოს პირველი, ვინც მოითხოვს ამ ფონდში გადარიცხულ მოგებას.

კიევი შეშფოთებულია იმით, რომ შეთანხმებამ შეიძლება არა მხოლოდ ძირი გამოუთხაროს მის მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, არამედ მოითხოვოს მისგან აშშ-ის მიერ ომის დაწყების შემდეგ აღმოჩენილი მთელი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების ანაზღაურება.
მოლაპარაკებების დროს ამერიკულმა მხარემ არ უარყო კიევის შეშფოთება. Bloomberg-ის თანამოსაუბრის აზრით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვაშინგტონი შეიძლება ღია იყოს დისკუსიებისთვის.
ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, სანამ კიევი შეთანხმებისთვის საბოლოო წინადადებებს წარადგენს, განაცხადა წყარომ.

რესურსების შესახებ შეთანხმების წინა ვარიანტის ხელმოწერა იგეგმებოდა თებერვლის ბოლოს, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს. შეხვედრის დროს პრეზიდენტებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა და საბოლოოდ, დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus