Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აშშ-მა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა უნგრეთის მთავრობის მაღალი რანგის წევრს, ანტალ როგანს

შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ სამშაბათს გამოაცხადა, რომ სანქციები დაუწესა უნგრეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელს, ანტალ როგანს, რომელიც უნგრეთში კორუფციულ სქემებში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.


როგანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან დაახლოებული პირია და მის ოფისს ხელმძღვანელობს. ის უნგრეთის მთავრობაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავლენიან წევრად ითვლება.


აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო მას ბრალს სდებს, რომ ის თავის თანამდებობას ფინანსური გამორჩენისთვის იყენებს საკუთარი თავისა და თავისი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლოდ.


„შეერთებული შტატები დაეჭვების გარეშე დააკისრებს პასუხისმგებლობას ისეთ პირებს, როგორიც არის როგანი, რომლებიც თანამდებობით მინიჭებულ ძალაუფლებას იყენებენ საკუთარი თავისა და საკუთარი დამქაშების უკანონოდ გამდიდრებისთვის თავიანთი ქვეყნისა და თავიანთი თანამოქალაქეების ხარჯზე,“ განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის სფეროში, ბრედლი ტ. სმითმა.


როგანი ათწლეულების განმავლობაში ითვლება ორბანთან დაახლოებულ პირად, ის მართავს მისი მთავრობის „მედიამანქანას“ და მის საარჩევნო კამპანიას. ამჟამად ის კურირებს ნატოს წევრი უნგრეთის საიდუმლო სამსახურებს, წერს Reuters-ი.


უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ეტაპობრივად უარესდებოდა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში. ნაწილობრივ, ამის მიზეზი ისაა, რომ, უკრაინის ომის მიუხედავად, ბუდაპეშტს თბილი ურთიერთობები აკავშირებს მოსკოვთან.


ამავე დროს ორბანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მხურვალე მხარდამჭერად ითვლება ევროპაში.


როგანი „უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის“ სიაში შეიყვანეს „მაგნიტსკის გლობალური კანონის“ შესაბამისად, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებების დამრღვევთა და საერთაშორისო მასშტაბის კორუფციაში მონაწილეთა წინააღმდეგ.




 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus