Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირანის სპეცსამსახურები ტრამპის მკვლელობას ამზადებდნენ-აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე თავდასხმას ამზადებდა. იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, მკვლელობის მცდელობის მომზადების საქმეზე დააკავეს 49 წლის კარლაის "პოპ" რივერა და 36 წლის ჯონათან ლოადჰოლტი.


კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, 51 წლის ფარჰად შაკერი, შეერთებული შტატების გარეთ, სავარაუდოდ ირანში, იმყოფება. ამერიკის ხელისუფლება მას უწოდებს რანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) აგენტს. სავარაუდოდ ის ხელმძღვანელობდა თანამზრახველთა ქსელს, რომლებიც რამდენიმე, მათ შორის დონალდ ტრამპის მკვლელობას ამზადებდა.


ამტკიცებენ, რომ ირანის სადაზვერვო სააგენტოებმა შაკერს ნიუ-იორკში ებრაული წარმოშობის ორი ამერიკელი მოქალაქისთვის თვალ-ყურის დევნა და მათი მკვლელობის მომზადება დაავალეს. მასვე უნდა ედევნებინა ასევე თვალი ისრაელი ტურისტებისთვის შრი-ლანკაზე.


მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს მას, სავარაუდოდ, ტრამპის მკვლელობის გეგმის შემუშავება დაევალა.


აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იუწყება, რომ ფარჰად შაკერი წარმოშობით ირანელია, მაგრამ ბავშვობიდან ცხოვრობს შეერთებულ შტატებში. მან ყაჩაღობის ბრალდებით 14-წლიანი სასჯელი მოიხადა, რის შემდეგაც 2008 წელს ქვეყნიდან გააძევეს. ამერიკის ხელისუფლების განცხადებით, ის რივერასა და ლოადჰოლტს ციხეში შეხვდა, სადაც სამივე ირანული სპეცსამსახურებმა გადაიბირეს.



აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ქვეყანაში პოლიტიკური მკვლელობების ჩადენის მცდელობაში, ბრალი წაუყენა პაკისტანის მოქალაქეს, რომელიც, სავარაუდოდ, ირანს უკავშირდება. FBI-ს გამომძიებლები თვლიან, რომ მისი სამიზნეები შეიძლება ყოფილიყვნენ დონალდ ტრამპი და სხვა ამჟამინდელი და ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირები და პოლიტიკოსები.
შეერთებული შტატების ყოფილ და აწ უკვე არჩეულ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს, 13 ივლისს ესროლეს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში, საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას. ტყვიამ ტრამპს ყურის ზედა ნაწილი დაუზიანა. სროლისას დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე და ორი დაიჭრა. თავდამსხმელი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოკლეს.


 




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus