Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რიგაში რუსი სარდლის, ბარკლაი დე ტოლის ქანდაკება ჩამოხსნეს

რიგაში, ლატვიის დედაქალაქში რუსი სარდლის, ბარკლაი დე ტოლის ქანდაკების დემონტაჟი მოახდინეს.


ამის შესახებ  იტყობინება რიგის მერი, ვილნის კირსისი, სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი). 


მან ქანდაკების დემონტაჟის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "ესპლანადა გათავისუფლებულია რუსული იმპერიალიზმის სიმბოლოსგან."



ბარკლაი დე ტოლის ქანდაკება იდგა პარკში, ლატვიის მთავრობის შენობის მოპირდაპირე მხარეს. ოქტომბრის შუა რიცხვებში, რიგის საკრებულომ  რუსი სარდლის ქანდაკების ჩამოხსნის  გადაწყვეტილება მიიღო. რიგის საკრებულოს ძეგლთა საბჭო ამის წინააღმდეგი იყო. 



ბარკლაი დე ტოლის ქანდაკება რიგაში 1913 წელს დაიდგა, 1812 წლის - ნაპოლეონის წინააღმდეგ - „სამამულო ომში” გამარჯვების 100 წლისთავზე. შოტლანდიურ-გერმანული წარმოშობის სარდალი აცხადებდა, რომ ამ ქალაქში დაიბადა.


პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წელს,   მოახდინეს რიგიდან მისი ევაკუაციის მიზნით, რის შემდეგაც ის დაიკარგა. ქანდაკების ადგილას დარჩა კვარცხლბეკი. 2002 წელს, ბიზნესმენ ევგენი გომბერგის ინიციატივით, მასზე აღმართეს ქანდაკების ასლი. 2024 წელს კვარცხლბეკს რამდენჯერმე შეასხეს საღებავი.


დემონტაჟის შემდეგ, იგეგმება ქანდაკების ევგენი გომბერგისთვის დაბრუნება, იტყობინება Delfi.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ, ლატვიაში დაიწყეს რუსეთთან ისტორიულად დაკავშირებული ძეგლების დემონტაჟი. 2022 წელს რიგაში დაანგრიეს საბჭოთა არმიის მებრძოლთა ხსოვნის ძეგლი, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაიდგა.


იქამდე ამ მონუმენტს იცავდა ლატვიისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება. ქვეყნის პარლამენტმა მისი მოქმედება ცალმხრივად შეაჩერა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საპასუხოდ სისხლის სამართლის საქმე გახსნა. 2023 წელს ჩამოხსნეს პოეტ ალექსანდრ პუშკინის ქანდაკება, რომელიც კრონვალდის პარკში იდგა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus