გარდაიცვალა ბობი ჩარლტონი, ბრიტანული ფეხბურთის ლეგენდა
ჩარლტონი მანჩესტერში თამაშობდა 1956-1973 წლებში ნახევარმცველად და თავდამსხმელად.
1958 წელს იგი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს მიუნხენში მომხდარ ავიაკატასტროფაში, როდესაც მისი თანაგუნდელების დაახლოებით ნახევარი დაიღუპა.
1966 წელს, ინგლისში გამართულ მსოფლიო თასზე, ჩარლტონი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ინგლისის ნაკრებმა მაშინ მსოფლიო თასი მოიგო, ჯერჯერობით ერთადერთხელ ინგლისის საფეხბურთო ისტორიაში. იმავე წელს ჩარლტონმა მოიპოვა ოქროს ბურთი, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზ. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ჩარლტონი ევროპის ჩემპიონთა თასსაც დაეუფლა. საფეხბურთო კარიერის შემდეგ, ჩარლტონი იყო მწვრთნელი და ფეხბურთის მენეჯერი. ბობი ჩარლტონს ინგლისის დედოფალმა რაინდის წოდება მიანიჭა.