Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მიხეილ სარჯველაძე: არ ვეთანხმები, რომ შოვის ტრაგედიაზე გამოძიება გულგრილობის მუხლით უნდა დაწყებულიყო, რა მუხლითაც დაიწყო, სავსებით საკმარისია

არ ვეთანხმები, რომ გულგრილობის მუხლით უნდა დაწყებულიყო გამოძიება. რა მუხლითაც დაიწყო, სავსებით საკმარისია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს ამ საკითხზე, შოვში არ ჩასულა და არ დაუთვალიერებია ტრაგედიის ეპიცენტრი.

„არაერთხელ აღინიშნა, რომ თუკი გამოძიების პროცესში გამოიკვეთა ისეთი გარემოება, რომელიც განაპირობებს ან კვალიფიკაციის შეცვლას ან სხვა საგამოძიებო სტრუქტურისთვის საქმის გადაცემის საჭიროებას, გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მუხლით უნდა დაწყებულიყო გამოძიება, მე სიმართლე გითხრათ, ამას არ ვეთანხმები, რომ გულგრილობის მუხლით უნდა დაწყებულიყო. რა მუხლითაც დაიწყო გამოძიება, სავსებით საკმარისია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც შოვის ტრაგედიას უკავშირდება, ყველაფერზე, რაც არ უნდა იყოს გამოსარკვევი, სავსებით საკმარისია დაწყებული გამოძიება.

ოპოზიციას ძალიან ხმამაღალი განცხადებები ჰქონდა შოვის ტრაგედიაზე და ძალიან ცუდად გამოიყურებოდა მათი მონდომება, რადგან აშკარად იგრძნობოდა, რომ მათი სურვილი იყო პოლიტიკური დივიდენდების დაწერა ამ უზარმაზარ ტრაგედიაზე და არა ჭეშმარიტების გარკვევა. ეს ჩანდა ყველაფრიდან გამომდინარე, მათ შორის, როცა დაიწყო მოთხოვნები საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ბევრი მსგავსი მოთხოვნა ვიხილეთ, მაგრამ არავის დაგვავიწყდეს, რომ არცერთი ის ოპოზიციონერი, რომელიც ამაზე ძალიან ხმამაღლა და ანგაჟირებულად საუბრობს, ადგილზე არ ჩასულა და არ დაუთვალიერებია ფიზიკურად იქ მომხდარი ტრაგედიის ეპიცენტრი. თუ ჭეშმარიტება აინტერესებდათ, იქნებ იქ მაინც მიეღოთ პასუხები, ან ახალი კითხვა გასჩენოდათ ან უბრალოდ ეთქვათ, რომ ეს არის ტრაგედია, რომელთან დაკავშირებითაც ადამიანურად და ეთიკურად გაუმართლებელია ქულების წერას შეეცადო პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეთია, სამწუხაროდ, ეთიკა ჩვენი ოპოზიციის და ეს საზოგადოების თვალშიც ცუდად გამოიყურება,“ – განაცხადა სარჯველაძემ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus