Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი ხელისუფლების პერიოდი არის ერთადერთი დეკადა, როცა არ ყოფილა ომი. ყოველ წელიწადს ნუ სვამთ კითხვას, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი

ყოველ წელიწადს ნუ სვამთ კითხვას, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი. ეს სენსიტიური საკითხია. ძალიან დიდი სხვაობაა ტერმინებს შორის – თავიდან ვერ აიცილა და ომი დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს.

„თქვენი კითხვა რაში მდგომარეობს, რას გულისხმობს, ვინმე ხომ არ ფიქრობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი? მთელი ცივილური სამყარო არ სვამს ამ კითხვას. ყოველ წელს თქვენ სვამთ კითხვას, ომი ვინ დაიწყოო. ჩვენ, მათ შორის თქვენი მთავრობა ომის თარიღს აღნიშნავდა 8-ში, განკარგულება არის გამოცემული 8-ში, ამიტომ ჩვენც აღვნიშნავთ 8-ში.

თხოვნა მაქვს, ყოველ წელიწადს ნუ სვამთ კითხვას, ვინ დაიწყო ომი. ეს სენსიტიური საკითხია და კარგად დაფიქრდით, რა კითხვას სვამთ. ძალიან დიდი სხვაობაა ტერმინებს შორის – თავიდან ვერ აიცილა და ომი დაიწყო. ჩვენი ხელისუფლების პერიოდი არის ერთადერთი დეკადა, როცა არ ყოფილა ომი. როგორ შეიძლებოდა აცილება? ჩვენ ვატარებთ მშვიდობიან პოლიტიკას, ორიენტირებული ვართ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში არის უზარმაზარი გამოწვევა, არ ყოფილა კონფლიქტი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი – ეს რუსული აგრესიის შედეგია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus