Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მიხეილ სააკაშვილი: მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას

მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით. განსაკუთრებით მივესალმები იმ პრინციპს, რომ ყველა თანამდებობის კანდიდატურა უნდა განაწილდეს იმის მიხედვით, თუ კონკრეტულ ადამიანებს როგორი მხარდაჭერა ექნებათ კონკრეტული მომენტისთვის. ამის მიხედვით დადგინდება მომავალი პრემიერიც და მინისტრებიც, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებას ეხმაურება.

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ვაშაძეზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას ახალ გაერთიანებაში უკიდურესად სასარგებლო როლი აქვს.

„თან არ დაგვავიწყდეს, რომ „ხელისუფლება” კოშმარულ სიზმარშიც კი არ უშვებს იმას, რაც მე გავაკეთე 2012-ში – კერძოდ კი ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას, მაგრამ მოუწევთ და რაც უფრო დროზე დაუშვებენ საკუთარ თავში ამ აზრს, მით უკეთესი მათთვის და რა თქმა უნდა, ქვეყნის მომავლისთვის. განსაკუთრებით მინდა ვთქვა გიორგი ვაშაძეზე. მან მოასწრო და იყო „ვარდების რევოლუციის“ პირველ ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმატორი, არა მხოლოდ იუსტიციის სახლების, არამედ ბევრი სხვა ძალიან საინტერესო იდეების გენერატორი. შემდეგ ის აღმოჩნდა კიევში სადაც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა უკრაინელ დეპუტატებს და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ასევე საერთაშორისო არენაზე. მის სიტყვას ნამდვილად აქვს წონა მთელს უკრაინაში, რაც უკრაინის საბოლოოდ გამარჯვების შემდეგ ძალიან სასარგებლო იქნება. რა თქმა უნდა. ამ წლებში ამ წლებში ჩვენ გვიკამათია და არც ყველაფერზე ვთანხმდებოდით, მაგრამ მის როლს მე ვაფასებ როგორც ძალიან დადებითს ქართულ პოლიტიკაში და უკიდურესად სასარგებლოდ ახალ გაერთიანებაში”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, პოლიტიკური გაერთიანების შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, ისინი “რუსული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად საერთო სტრატეგიას შეიმუშავებენ. მათივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვების პლატფორმას ქმნიან და აცხადებენ, რომ გამარჯვების პლატფორმაში კარი ყველასთვის ღიაა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus