მარიკუნა მიქატაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
14 ივლისს საბერძნეთში გარდაცვლილი, მსახიობ გია ფერაძის ქალიშვილიმარიკუნა მიქატაძე სამშობლოში ჩამოასვენეს. მარიკუნას შვილი ირინა ქიქოძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გარდაცვლილ ქალს კვირას, ამაღლების ტაძრიდან გაასვენებენ.
“დე, გემშვიდობები, თუმცა ამას ვერასოდეს ვერ შევძლებ“, – წერს ირინა ქიქოძე.
“მარიკუნას პანაშვიდები: პარასკევი, შაბათი. მისამართი, შარტავას 18 ბ დაკრძალვა კვირას, ამაღლების (გაზდელიანის) ეკლესიიდან. 15:00 საათზე“, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც მარიკუნას მეგობარი იყო.
მარიკუნა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში. გამოძიების თითქმის დადასტურებული ვერსიით, ის მოტოციკლზე დაჯდომას ცდილობდა, როცა მოაჯირიდან ჩავარდა და ხერხემლის მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა.
მსახიობ გია ფერაძეს ოთხი შვილი ჰყავდა. მარიკუნა მიქატაძე მას მესამე მეუღლისგან, ირინა მიქატაძისგან შეეძინა. მარიკუნა მცირეწლოვანი იყო, როდესაც დედის გარეშე დარჩა, რის მერეც ბაბუამ და ბებიამ – ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.