ოლექსი დანილოვი: უკრაინას არ აქვს საკმარისი საშუალება იმ იარაღის გასანადგურებლად, რომელსაც რუსეთი იყენებს
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინას არ აქვს საკმარისი საშუალება იმ იარაღის გასანადგურებლად, რომელსაც რუსეთი იყენებს.
„სამწუხაროდ, არ არის საკმარისი საშუალებები იმ სახის იარაღის გასანადგურებლად, რომელსაც რუსეთი იყენებს. პრეზიდენტის დავალებაა, დავიცვათ პორტები. ვმუშაობთ, რომ დავაჩქაროთ საჭირო ტექნიკის მიწოდება. მინდა აღვნიშნო, რომ დამოუკიდებლადაც ვაწარმოებთ ასეთ იარაღს, მაგრამ ეს რუსეთის შეტევებისგან 100%-იანი დაცვის გარანტიას არ გვაძლევს“, – აცხადებს დანილოვი.