Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

იაგო ხვიჩია: ორი პარტიის გაერთიანება ჰგავს „ძალა ერთობაშია 2“-ს, რომელიც შეგვიძლია ვიკამათოთ, რამდენად წარმატებული იყო – თუ თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შეყვანა წარმატებაა, წარმატებული იყო

2012 წელს იმედით მომლოდინე ხალხი, რომელსაც “ქართულმა ოცნებამ” იმედები გაუცრუა და ვერც “ნაცმოძრაობამ” აღძრა მათში მოწიწება, მიგვაჩნია რომ ჩვენი ამომრჩევლები უნდა იყვნენ და ისინი “პროქოცური” გაერთიანებისთვის არ გვემეტება, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრებმა ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნან.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ხმები რეალურად უნდა დაკარგოს და ეს ხმები წინასაარჩევნოდ სახელდახელოდ შექმნილმა “ქართული ოცნების” რომელიმე განაყოფმა არ უნდა მიიღოს.

მიუხედავად ამისა, ხვიჩია მათ წარმატებას უსურვებს და აცხადებს, რომ ბევრი ადამიანის გაერთიანების მომხრეა იმისთვის, რომ საბოლოოდ ბიულეტენზე “ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნება” და “გირჩი” დარჩეს.

“თუ “ქოცი” ხარ შინაგანად, მაშინ ბიძინას უნდა მისცე ხმა და მის პარტიას. ახლა სხვებმა შექმნან იგივე ლაიტმოტივის პარტია და იმას ხმა მისცე, ამას რა შინაარსი აქვს? შესაბამისად, ისეთი პარტია, რომელიც არც “ნაცია”, არც “ქოცი,” მაგრამ მზად არის მოემსახუროს “პრონაც”, იმედგაცრუებულ ამომრჩეველს და “პროქოც”, იმედგაცრუებელ ამომრჩეველს, ვართ ჩვენ. ამისთვის ვმუშაობთ და ისინი არ მემეტება ისეთი პარტიებისთვის, რომლებიც წინასაარჩევნოდ სახელდახელოდ იქმნება იმისთვის, რომ “ქოცებმა” ხმები არ დაკარგონ. “ქოცები” იმსახურებენ იმას, რომ ხმები მართლა დაკარგონ და არა იმას, რომ მათ რომელიმე განაყოფს მიუვიდეს ხმები,” – განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩია ასევე, გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ გაერთიანებას და აღნიშნა, რომ ეს ჰგავს “ძალა ერთობაშია 2”- ს, იმ განსხვავებით, რომ ახლა უფრო მოკრძალებულად გამოიყურება.

“დავიწყებ იმით, რომ წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, მაგრამ ეს გაერთიანება მაგონებს “ძალა ერთობაშია 2”- ს. “ძალა ერთობაშია” რამდენად წარმატებული იყო, ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ. თუ თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შეყვანა წარმატება იყო, წარმატებული იყო, თუ “ქართული ოცნების” შეცვლა იყო მიზანი, მაშინ არ იყო წარმატებული. თუმცა, “ძალა ერთობაშიასგან” განსხვავებით აქ უფრო ცოტა პარტიაა და უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ გუშინ, ვიდრე ამბიციურად, რამაც ცოტა ელვარება დააკლო გუშინდელ ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებას,” – განაცხადა ხვიჩიამ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus