ეროვნული ბანკის განმარტებით, აშშ-დან საქართველოში ტრანზაქციები შეუფერხებლად ხორციელდება
„ქართული კომერციული ბანკების მეშვეობით Western Union-ის სისტემით შეუფერხებლად ხორციელდება ტრანზაქციები აშშ-დან საქართველოში, ასევე პირიქით - საქართველოდან აშშ-ში.
ცალკეული ინდივიდუალური შემთხვევა შესაძლოა უკავშირდებოდეს გზავნილის ლიმიტებს. ასეთ შემთხვევაში, კლიენტმა უნდა მიმართოს მომსახურე საფინანსო ორგანიზაციას", - აცხადებს ეროვნული ბანკი.