ნესტანი - გეოგრაფიის მასწავლებელი
ნესტანი მცირეკონტინგენტიან სკოლაში მუშაობს. დღეს შუაფხოს საჯარო სკოლაში სულ 13 მოსწავლე სწავლობს. სკოლაში ნესტანის მოსვლის შემდეგ, ბევრი მოსწავლე სწორედ გეოგრაფიას უკავშირებს მომავალ პროფესიას.
ამ ვიდეოში ნესტანი სკოლაზე, პროფესიაზე, მოსწავლეებსა და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე ჰყვება. ნესტანი ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრია. კონკურსის გამარჯვებული 5 ოქტომბერს -მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გამოვლინდება.