Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

44 ევროპარლამენტარი საქართველოს მოუწოდებს, გადაიყვანონ სააკაშვილი ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში

44 ევროპარლამენტარი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს და ითხოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლად გადაყვანას ევროპის რომელიმე ქვეყანაში საჭირო და სათანადო სამედიცინო დახმარებისთვის. ევროპარლამენტარების წერილი 12 ივლისით არის დათარიღებული. 


"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სწრაფი გაუარესების გათვალისწინებით მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ ემპათიურ, მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას: გადაიყვანოთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც ის  შეძლებს  საჭირო და სათანადო სამედიცინო დახმარების მიღებას.



როგორც ევროპარლამენტის წევრები, ხაზს ვუსვამთ უნივერსალური ადამიანური ღირებულებების მნიშვნელობას, რომელიც აღიარებს თითოეული ადამიანის ღირსებას. ჩვენ ველით, დათქმების გარეშე, ევროკავშირის წევრმა და კანდიდატმა ქვეყნებმა აჩვენონ თავიანთი ურყევი ერთგულება ამ საერთო ევროპული ღირებულებებისადმი.



საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტური ჰუმანიტარული პრინციპების, მათ შორის ადამიანური თანაგრძნობისა და ნებისმიერი ინდივიდისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღების ბაზისურ უფლებებისადმი თანაბრად ურყევი ერთგულების დემონსტრირებას" - ნათქვამია წერილში და გამოთქმულია იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლება საჭირო ნაბიჯებს გადადგამს სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. 




მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებამ ბოლოს საკუთარ სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვისას ნახა 3 ივნისს - ამ კადრების გავრცელების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადასცეს" და უკრაინაში საქართველოს ელჩს მოთხოვა დაეტოვებინა ქვეყანა 48 საათის განმავლობაში. 


სააკაშვილი ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ 12 ივლისს კლინიკა ვივამედში მოინახულა პოლონელი ექიმებისგან შემდგარმა ხუთკაციანმა ჯგუფმა. 




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus