Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აშშ უკრაინას 325 მლნ დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 325 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ამის თაობაზე თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტი იტყობინება. ეს არის უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების მე-40 პაკეტი.


ახალ პაკეტში შედის:



დამატებითი საბრძოლო მასალა NASAMS-ის მობილური საზენიტო სარაკეტო სისტემებისთვის; საზენიტო სისტემები Stinger-ი; დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებისთვის; 155 მმ და 105 მმ ჭურვები; 15 საბრძოლო მანქანა Bradley; 10 ჯავშანტრანსპორტიორი Stryker-ი; ტანკსაწინააღმდეგო სისტემები Javelin-ი; ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები TOW; ტანკსაწინააღმდეგო სისტემები AT-4; მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის 22 მილიონზე მეტი ვაზნა და ყუმბარები; ასაფეთქებელი საბრძოლო მასალა დაბრკოლებების დასაძლევად; ტაქტიკური უსაფრთხო კომუნიკაციების უზრუნველყოფის საშუალებები; სათადარიგო ნაწილები და სხვა საველე აღჭურვილობა.


რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის ამერიკის დახმარების საერთო მოცულობამ დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი შეადგინა, აღნიშნავს Reuters-ი.


„რუსეთმა დაიწყო ეს არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია დაასრულოს ეს უკრაინიდან ჯარების გაყვანით და უკრაინის ქალაქებსა და ხალხზე სასტიკი თავდასხმების შეწყვეტით. სანამ რუსეთი ამას გააკეთებს, შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინასთან ერთად იქნებიან იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა,“ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus