Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სალივანი: აშშ-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, თვითონ გადასცემს თუ არა უკრაინას F-16-ებს

აშშ მხარს დაუჭერს საერთაშორისო ძალისხმევას თანამედროვე ავიაგამანადგურებლებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადების საქმეში, მაგრამ გაიგზავნება თუ არა ეს თვითმფრინავები პირდაპირ შეერთებული შტატებიდან უკრაინაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა.


„ვფიქრობ, თუ გავითვალისწინებთ [F-16-ების] რაოდენობას, რომლებიც ამჟამად ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს აქვთ მარაგში, და იმ ფაქტს, რომ იმ თანხების მოცულობის საფუძველზე, რომელიც კონგრესმა გამოგვიყო, ისედაც ბევრი სხვა პრიორიტეტია სისტემებისთვის, რომლების მიწოდებაცაა საჭირო, შესაძლოა, ჩვენ უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება მესამე მხარის მიერ გადაცემაზე, მაგრამ პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია,“ თქვა სალივანმა, რომლის სიტყვები მოაქვს გამოცემა Politico-ს.


იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, ცნობილი გახდა, რომ თეთრმა სახლმა გადაწყვიტა, დაიწყოს უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16 ავიაგამანადგურებლებზე, ასევე მოკავშირეებს უფლება მისცეს, ეს თვითმფრინავები კიევს გაუგზავნონ.




აქამდე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი F-16-ების უკრაინისთვის გადაცემის წინააღმდეგი იყო და ასახელებდა მფრინავების მომზადების ხანგრძლივ პერიოდს, ასევე რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის რისკს.


ამ მიდგომის მიზეზი, სალივანის თქმით, ისაა, რომ გამანადგურებლები არ იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევისთვის. მაგრამ პირობები იცვლება, დასძინა მან.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus