Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ირაკლი კობახიძე: …ეს ხომ სახეში შეფურთხებაა ქართველი ხალხისთვის და ქართული ისტორიისთვის

„დღეს რომ საუბრობდნენ სამარცხვინოდ, პაოლო იაშვილს და ტიციან ტაბიძეს იხსენებდნენ და ამ ადამიანებს, ჩვენს საამაყო წინაპრებს, მართლა გმირებს, სამოქალაქო გმირებიც იყვნენ და შემოქმედებაშიც და ყველაფერში გმირები იყვნენ. ამათ უტოლებენ ბაია პატარაიას და გიგა მაქარაშვილს ეს ხომ სირცხვილია, ეს ხომ სახეში შეფურთხებაა ქართველი ხალხისთვის და ქართული ისტორიისთვის,“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტში „ხალხის ძალის“ კანონპროექტების განხილვისას განვითარებული მოვლენებით ნათელი გახდა, რომ დღევანდელი სამოქალაქო საზოგადოება თავს მოხვეული ტერმინია.

მისი თქმით, ბუნებრივად ჩამოყალიბებულ სამოქალაქო საზოგადოებებში ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს.

„დღეს რომ უსტვენდნენ, პარლამენტში ვინც იყო შემოსული, მაღალი მატერიებით ხომ ლაპარაკობდნენ ვითომ სამოქალაქო საზოგადოება? – ესეც თავს მოხვეული ტერმინია, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. სამოქალაქო საზოგადოება სადაც ბუნებრივად ყალიბდება და არა ასე თავს მოხვეული მახინჯი მეთოდებით, იქ სამოქალაქო საზოგადოება იქმნება აბსოლუტურად ჯანსაღი პროცსესის საფუძველზე. მაგალითად, მე-19 საუკუნე და მე-20 საუკუნის დასაწყისი რომ გავიხსენოთ: ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი – ესენი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოება,“ – განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ სამოქალაქო სექტორს აქვს მცდელობა, ერთ სიბრტყეში მოაქციონ მე-20 საუკუნის მოღვაწეები და ამჟამად მოქმედი სამოქალაქო აქტივისტები.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს მიზანმიმართული კამპანიაა და იდენტობის წაშლის მცდელობას ემსახურება.

„სირცხვილი და სულში ჩაფურთხებაა ქართველებისთვის, როცა ერთ დონეზე აყენებ ტიციან ტაბძეს, მართლა გმირს, თან შემოქმედს, გენიალურ ადამიანს და აქეთ ბაია პატარაიას, ეს არის ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხება და ეს არ უნდა „გავატაროთ“ ჩვენ. ამას როგორც კი „გაატარებ“, შენი იდენტობა, რასაც ებრძვიან, იქ დამთავრდება. როგორც კი ტოლობის ნიშანს დაასმევინებ პაოლო იაშვილსა და გიგა მაქარაშვილს შორის, იქ დამთავრებულია შენი იდენტობა. ეს არის სირცხვილი, ეს უნდათ ზუსტად – შენი იდენტობის წაშლა – ეს არის მიზანმიმართული პროცესია და ამიტომ მიდის მთელი ეს კამპანია,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus