Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნუგზარ წიკლაური: როდესაც დავით კეზერაშვილმა გადაწყვიტა, ჩართულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, ჩვენი გზები გაიყარა – თანამედროვე პოლიტიკაში ფარდის მიღმა მართვა შეუძლებელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან გზები მას შემდეგ გაიყარა, როდესაც კეზერაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფია ცვლილება და პრესასთან ურთიერთობის პოლიტიკის განსაზღვრა გადაწყვიტა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსი“ განაცხადა, თანამედროვე პოლიტიკაში ფარდის მიღმა მართვა შეუძლებელია.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მოახლოებული არჩევნები ადამიანებს უბიძგებს მეტი ჭორაობისკენ, მეტი არასწორი ინფორმაციის გავრცელებისკენ. არასდროს არავის დაუმალავს, რომ დავით კეზერაშვილსა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის საუბარი იყო, რომ კეზერაშვილს სურდა მხარი დაეჭირა მისთვის. თუ რამე მხარე დაუჭერია, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გაღებული დახმარება და არა პიროვნულად ვინმესთვის. როდესაც ამავე ადამიანმა [დავით კეზერაშვილი] გადაწყვიტა, რომ ჩართულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, კერძოდ, დაეწყო საუბარი თანამდებობებიდან მოეხსნათ ხალხი, როგორც ეს იყო პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფია შემთხვევაში, ჩვენ ან ადამიანს მკაფიოდ გავაგებინეთ, რომ ერთია პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა და მეორეა მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღება და უხეში ფორმებით ოპერირება, როდესაც ეს ამბავი მოხდა, აქ გაიყარა ჩვენი გზები. თანამედროვე პოლიტიკაში ფარდის მიღმა მართვა შეუძლებელია.

როდესაც კეზერაშვილმა გადაწყვიტა, უშუალო ზეგავლენა მოეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, აქ არ არის საუბარი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის [კობა ნაყოფია] ცვლილებაზე, კიდე სხვა მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის, პრესასთან ურთიერთობის პოლიტიკაზე და ა.შ. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს მიუღებელია“,- განაცხადა წიკლაურმა.

კითხვაზე, რა არგუმენტით ითხოვდა დავით კეზერაშვილი კობა ნაყოფიას გადაყენებას, წიკლაური აცხადებს, ვინ უნდოდა კეზერაშვილს და რატომ ეს არის სხვა საკითხი.

„არ აქვს მნიშვნელობა რა არგუმენტები ჰქონდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურს პოლიტიკაში მიიღოს მონაწილეობა, ის ღიად უნდა იყოს პოლიტიკაში. ვინ უნდოდა მას და რატომ უნდოდა ეს არის სხვა საკითხი“,- აღნიშნა მან.

მან ასევე ისაუბრა “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც წერს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პირად საუბრებში უცხოელ პარტნიორებთან მიხეილ სააკაშვილს აბრალებდა 2008 წელს ომის დაწყებას.

წიკლაურის თქმით, მას არ შეუძლია დაადასტუროს, რომ ვანო მერაბიშვილი ვინმეს ეუბნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ან საქართველომ დაიწყო ომი, მაგრამ შეუძლია თქვას, რომ ვანო მერაბიშვილი აქტიურად არის ჩართული „ნაციონალური მოძრაობის“ წინა საარჩევნო კამპანიაში.

„ის არ არის დემოკრატიული გზით ჩართული იმიტომ, რომ ერთ-ერთ კანდიდატს მართავს, რომელსაც დამოუკიდებელი პოლიტიკური ღირებულება არ გააჩნია. ეს არ არის ევროპული გზა. მიმაჩნია, რომ ეს აზიანებს „ნაციონალურ მოძრაობას“, წინა საარჩევნო პროცესს და ჩვენი, როგორც პროევროპული პარტიის იმიჯს.

მე არ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვანო მერაბიშვილი ვინმეს ეუბნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ან საქართველომ დაიწყო ომი“, – აღნიშნა წიკლაურმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus