Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბაქო და ერევანი შეთანხმდენ, რომ ძალას არ გამოიყენებენ მთიანი ყარაბაღის საკითხთან მიმართებით

აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები 31 ოქტომბერს შეთანხმდნენ, რომ ძალას არ გამოიყენებენ და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრისას დაეყრდნობიან უკვე არსებულ შეთანხმებებს - იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები. 


აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა შავი ზღვის ქალაქ სოჭში, და მასში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც მონაწილეობდა. 


გასულ თვეში ორ ქვეყანას შორის გაჩაღდა ყველაზე ინტენსიური კონფლიქტი 2020 წლის შემდეგ, შეტაკებებს ემსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი. შეტაკებები მოხდა მიუხედავად 2020 და 2021 წლების შეთანხმებებისა, რომ კონფლიქტს მშვიდობიან გადაჭრას მოუძებნიდნენ. 


"შევთანხმდით, რომ თავს შევიკავებთ ძალის გამოყენებისგან ან ძალის გამოყენების მუქარისგან, ყველა პრობლემატურ საკითხს განვიხილავთ და გადავჭრით მხოლოდ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის ორმხრივი აღიარების საფუძველზე" - განცხადების ამ ტექსტს ავრცელებს სააგენტო RIA.


მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა 1990-იანი წლების დასაწყისში გამოაცხადეს ეთნიკურმა სომხებმა, რომლებიც მანამდე სახლობდნენ მთიანი ყარაბაღის საბჭოთა ავტონომიურ ოლქში. დამოუკიდებლობა არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. 2020 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ რეგიონის ნაწილი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა.


საერთაშორისო თანამეგობრობა მთიან ყარაბაღს აღიარებს აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიის ნაწილად, თუმცა ბაქო 1990-იანი წლების დასაწყისიდან არ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს.


2020 წლის შემოდგომაზე განახლებული ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით გააფორმეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამ დოკუმენტით, რომელმაც ერევანში ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია, ბაქომ დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. რეგიონში განთავსებულია რუსეთის სამშვიდობო ძალები.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus