აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო ნასამ ხუთი დღის განმავლობაში მეორედ გადადო ზემძიმე მზიდი რაკეტა SLS-ის სტარტი, რომელსაც ხომალდი Orion-ი უნდა წაეყვანა მთვარისკენ.
მზიდი რაკეტა დგას კოსმოდრომის სასტარტო მოედანზე კანავერალის კონცხზე, ფლორიდის შტატში. შაბათს რაკეტის გაშვება დაგეგმილ სტარტამდე დაახლოებით სამი საათით ადრე გადაიდო. გაფრენისთვის მზადება ნასას YouTube-ის არხზე გადაიცემოდა.
პირველი გაფრენისას SLS-მა ხომალდი Orion-ი ეკიპაჟის გარეშე უნდა გაიყვანოს მთვარის ორბიტაზე. მისიის წარმატების შემთხვევაში მეორე გაფრენისას ხომალდი გაემგზავრება უკვე ასტრონავტებით, მესამე გაფრენისას კი ისინი 50 წლის განმავლობაში პირველად უნდა გადასხდნენ მთვარეზე.
წინა მცდელობისას, 29 აგვისტოს, რაკეტის სტარტი წყალბადის გაჟონვის გამო გადაიდო. სტარტის ახალ თარიღად 5 სექტემბერი დაინიშნა, იტყობინება ნასა.