"გარდიანი": დუმის ყოფილი წევრის განცხადებით, დუგინას მკვლელობის უკან რუსეთის "ნაციონალური რესპუბლიკური არმია" დგას
რუსი მიმომხილველები შაბათის თავდასხმისთვის პასუხისმგებლობას კიევს აკისრებენ, რასაც უკრაინა კატეგორიულად უარყოფს.
ტელეგრამის არხით ამავე დროს გავრცელდა ნაციონალური რესპუბლიკური არმიის განცხადება.
ეს აქცია, როგორც სხვა არაერთი პარტიზანული ქმედება რუსეთში ბოლო თვეებში, მოაწყო "ნაციონალურ რესპუბლიკურმა არმიამ“ - თქვა პონომარიოვმა გადაცემაში, „თებერვლის დილა“, რომელიც ეთერში გავიდა 21 აგვისტოს საღამოს 7 საათზე.
ეს არის რუსულენოვანი ოპოზიციური არხი, რომელიც კიევში ამოქმედდა წლის დასაწყისში. პონომარიოვმა დასძინა: "გუშინ მოსკოვთან მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა. ამ თავდასხმით გადაიშალა ახალი გვერდი რუსეთში პუტინიზმის წინააღმდეგ. ახალი - მაგრამ არა უკანასკნელი“.
რუსეთის პარლამენტის მემარცხენე ფრთის დეპუტატი ერთადერთი კანონმდებელი იყო, რომელმაც 2014 წელს ყირიმის ანექსიას მხარი არ დაუჭირა.
ტელეგრამის არხით "ნაციონალური რესპუბლიკური" არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 21 აგვისტოთი თარიღდება, ნათქვამია, რომ რუსი აქტივისტები, „სამხედროები და პოლიტიკოსები, ახლა პარტიზანები და "ნაციონალური რესპუბლიკური არმიის" მებრძოლები, უკანონოდ ვაცხადებთ წამქეზებლურ ომს, რუსეთის ხალხების მძარცველებს და მჩაგვრელებს!"
განცხადების ავტორები ხელისუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ აცხადებენ პუტინს, რომელმაც "ფეხით გათელა კონსტიტუცია, გააჩაღა ძმათა მკვლელი ომი სლავურ ხალხებს შორის და აშკარადა უაზრო სიკვდილზე გააგზავნა რუსი ჯარისკაცები“. სხვათა შორის განცხადებაში, რომელიც ტელეგრამის არხით გავრცელდა, ნახსენებია საქართველო: „მოვუწოდებთ რუს ჯარისკაცებს, აღარ ესროლონ ჩვენს ძმებს სხვა ქვეყნებში, საქართველოში, სირიაში და სხვაგან“.
განცხადების ბოლო ნაწილის ლოზუნგი ასე ჟღერს: გაუმარჯოს თავისუფალ რუსეთს! მკითხველებს არხი მოუწოდებს კავშირი იქონიონ მასთან ტელეგრამის არხის „როსპარტიზანის" საშუალებით.
კრემლთან დაკავშირებული ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი, დაიღუპა 20 აგვისტოს მოსკოვის გარეუბანში მანქანის აფეთქებისას, რომელსაც ის მართავდა, იტყობინება რუსული მედია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მანქანაში, რომელსაც 30 წლის დარია დუგინა მართავდა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული.
დუგინა იყო „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის“ პოლიტიკური კომენტატორი.