Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მარია ზახაროვა: „არსებობს კანონები და მათი გამოყენების დროა“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ აღშფოთებულია საზოგადოების ნაწილის რეაქციით, რომელიც არაფრად აგდებს რუსი ფილოსოფოსისა და პროპაგანდისტის, „რუსული სამყაროს“ იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობას.


„ალექსანდრ გელევიჩ, თქვენი ტრაგედია მილიონების ტკივილად იქცა. მერწმუნეთ, ხალხი მთელ მსოფლიოში ისე განიცდის თქვენ ტრაგედიას, როგორც საკუთარს. იმიტომ რომ ადამიანები არიან. ქირქილებენ მხოლოდ არაადამიანები“, - წერს მარია ზახაროვა თავის ტელეგრამ-არხზე, სადაც ასევე იხსენებს იმას, თუ როგორ შეიტყო დარია დუგინას მამის ავტომობილში აფეთქების ამბავი:


„ღამის ორ საათზე გამეღვიძა. Არ ვიცი რატომ, მაგრამ მექანიკურად ტელეფონი შევამოწმე. წავიკითხე ეს ამბები. ვნახე კადრები, სადაც ალექსანდრ დუგინი უყურებდა აალებულ მანქანას, რომელშიც მისი ქალიშვილი იჯდა. განსხვავებული ტრაგედიები იყო, მაგრამ ამან მთავარი გამახსენა:  „მამაო! მიუტევე მათ, რამეთუ არა იციან რას იქმან“ (ლუკა 23:34). რა ძალიან მინდა ვიკითხო: "როგორ არა იციან?". მაგრამ უფალი გაარკვევს“.




რუსი დიპლომატი მიწიერი და ზეციური სასამართლოთიც იმუქრება, თანაც ემუქრება არა მხოლოდ მკვლელობის ორგანიზატორებსა და შემსრულებელებს, არამედ იმათაც, ვინც სოციალურ ქსელებში ნიშნის მოგებით წერს ალექსანდრ დუგინსა და მისი ქალიშვილზე.   


„არის მიწიერი სასამართლო და ის შედგება, დარწმუნებული ვარ. არის ზეციური სამართალი და ისიც იქნება, ვიცი. შეუძლებელია ერთის ან მეორის წინასწარმეტყველება, მაგრამ აუცილებელია ამ ინფორმაციულ ძალადობაზე არსებული სამართლებრივი ნორმების გავრცელების გზების მოძებნა. ეს არ სჭირდება ალექსანდრ დუგინს. ეს სჭირდება კაცობრიობას, რათა არ გადაუხვიოს სინათლისკენ მიმავალი გზიდან უფსკრულისკენ. არსებობს კანონები და მათი გამოყენების დროა“, - წენრს მარია ზახაროვა.


კრემლთან დაკავშირებული ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი, დაიღუპა 20 აგვისტოს მოსკოვის გარეუბანში მანქანის აფეთქებისას, რომელსაც ის მართავდა, იტყობინება რუსული მედია.


სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს მოჰყავს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადება, რომ მანქანაში, რომელსაც 30 წლის დარია დუგინა მართავდა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული. „გამომძიებლების ინფორმაციით, 20 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ოდინცოვოს რაიონში, სოფელ ბოლშიე ვიაზემის მახლობლად, ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც სავარაუდოდ იყო დამონტაჟებული Toyota Land Cruiser-ში [სატრანსპორტო საშუალებაში], ამოქმედდა გზაზე და მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მძღოლი ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ვინაობა დადგინდა და ის იყო ჟურნალისტი და პოლიტოლოგი დარია დუგინა“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში ტელეგრამის არხზე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus