აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდ
აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იუწყება.
„პრეზიდენტ ბაიდენის ტესტმა დადებითი პასუხი გამოავლინა COVID-19-ზე. ის არის სრულად აცრილი და ორჯერ რევაქცინირებული. აქვს ძალიან მსუბუქი სიმპტომები” , – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა.
მისივე თქმით, ბაიდენი იზოლირებულია თეთრ სახლში და განაგრძობს ყველა მოვალეობის შესრულებას დისტანციურად, ვიდრე ტესტის პასუხი უარყოფითი არ ექნება.
„გამჭვირვალობის მიზნით, თეთრი სახლი ყოველდღიურად გაავრცელებს ინფორმაციას პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ, რადგან ის აგრძელებს ყველა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას იზოლაციაში ყოფნისას“, – დასძინეს თეთრ სახლში.