Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზურაბიშვილი: დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე. სამი ადამიანი შევიწყალე – უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა. გასამდა და დამთავრდა

მე დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე. სამი ადამიანი შევიწყალე – უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა. გასამდა და დამთავრდა, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში კითხვას, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესაძლებლობის თაობაზე.

პრეზიდენტის თქმით, ახლა შექმნილი პოლარიზაციის დასრულებაზე პასუხისმგებლობა თავად ხელისუფლებამ უნდა აიღოს. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენის გამოტანა მაშინ, როცა სტატუსის მინიჭების საკითხზე ქვეყანა გადაწყვეტილებას ელოდებოდა, გაუგებარი იყო.

„ძალიან კარგად იცოდნენ იმ დროს, როცა დანიშნეს სასამართლო, რომ ეს რეაქციები იქნებოდა. ესეც არის ერთ-ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც გაუგებარია, რატომ აკეთებ იმ დროს, როცა იცი, რომ ყველა შუქი შენზეა.

ამ დეპოლარიზაციაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თვითონ ხელისუფლებამ, რომ არ გადადგას უდროო ნაბიჯები“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან მასზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი და ამ კონტექსტში მმართველ პარტიაში გაკეთებულ განცხადებებს, პრეზიდენტის თქმით, „ძალიან ცუდია, როცა ელჩის მიმართ ბრალდებები ისმის იმის გამო, რომ ვიღაცებმა რაღაცები თქვეს“.

„მე არ ვიცი რა მოხდა. ამერიკის ელჩი ამას არ ადასტურებს. ძალიან ცუდია, როცა ბრალდებები ისმის საჯაროდ ამერიკის ელჩზე იმიტომ, რომ ვიღაცებმა რაღაცები თქვეს და როცა ეს არის უმრავლესობის მიერ გადაკეთებული როგორც ბრალდება ფორმალური ამერიკის ელჩზე დ „მესიჯ ბოქსი“ ყველასი არის ერთი და იგივე, რომ უნდა პასუხი გაეცეს, ძალიან უხერხულია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus