Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სოსო გოგაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ციხიდან მიმართვას ავრცელებს.

“მშვიდობა, მოკეთეებო. აი, მეც გამოვჩნდი, დავლაგდი, მოვწესრიგდი, ვეჩვევი ახალ გარემოს. ამ განსაცდელსაც გავუძლებ რწმენით.

ახლა მოკითხვები და მადლობა, ჩემო წმინდა ოჯახო. მიყვარხართ ყველა და მეიმედებით. თქვენ თუ მაგრად და ერთად იდგებით, მე აქ არაფერი არ გამიჭირდება.

ჩემო თეა, ჩემო მეგობარო, ხომ მეუბნებოდი სულ, რომ ქვა და რკინა ვარო. ჰოდა, ახლა დადექი მტკიცედ და მართე ოჯახი კარგი ვაჟკაცივით. მაპატიეთ ჩემი ახირება, რის გამოც აგაფორიაქეთ, მაგრამ ეგეთი ჯიუტი კამეჩი ვარ, ხომ იცით.

მადლობა ჩემს ადვოკატებს, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, ყველას ჩემებს, მაჩხაანიდან დაწყებული, ტვიბით დამთავრებული. მადლობა ჩემი ოჯახის გვერდში დგომისთვის, მადლობა, ამხელა ჯარი რომ დგას მანდ.

მადლობა სასულიერო პირებს, მეუფეებს, მამებსა და დედებს. გთხოვთ, მოიხსენიეთ მონა ღვთისა იოსები. დიდი მადლობა მედიას, რომელიც 24 საათის განმავლობაში აშუქებს მიმდინარე მოვლენებს, მეიმედებით.

დიდი მადლობა სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს, რომლებიც მუდმივ კავშირზე არიან ჩემთან. დიდი მადლობა ყველა იმ პოლიტიკოსს, არასამთავრობოსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს, რომლებიც ზუსტად ხვდებიან, რაც ხდება ჩვენს თავს და სწორ აქცენტებს აკეთებენ.

არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებს, ბოლო ნათელი წერტილი შემორჩენილხართ სუს-ში.

მადლობა ასევე ჩემს ახალ მასპინძლებს – ციხის დირექციის თანამშრომლებსა და მედპერსონალს, რომლებიც თავს მევლებიან. მოკლედ, სულ ესაა ამ ეტაპზე. ინფორმაციას მუდმივად მოგაწვდიან ჩემი სანდრო მეგობრები, რომლებსაც წინასწარ დავუტოვე გამზადებული Facebook სტატუსები”, – აცხადებს გოგაშვილი.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus