Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე 86 წლის გახდა

ლეგენდარული ქართველი მუსიკოსი და მომღერალი ნანი ბრეგვაძე 86 წლის გახდა.

ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღეს ულოცავს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

“დღეს, საქართველოს სახალხო არტისტს, ღირსების ორდენის კავალერს, მრავალი თაობის საყვარელ მომღერალს ნანი ბრეგვაძეს 86 წელი შეუსრულდა.

ნანი ბრეგვაძემ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი დაამთავრა, მისი საესტრადო მოღვაწეობა კი 1956 წლიდან, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში დაიწყო. იგი გახლდათ საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რერო” და ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის ,,ორერა” სოლისტი.

1980 წლიდან იწყება მომღერლის სოლო კარიერა, რომლის ფარგლებშიც მისი საგასტროლო ტურნე მსოფლიოს მრავალ ქვეყანას მოიცავს. ის არის ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მრავალი საესტრადო სიმღერის პირველი შემსრულებელი, რითაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში.

ნანი ბრეგვაძის მიერ შესრულებული ქართველი მსმენელისთვის საყვარელი სიმღერები ჟღერდა ცნობილ ქართულ ფილმებში, მათ შორის: „შეხვედრა მთაში“ (1966), „ორერა სრული სვლით“ (1969), „წუთისოფელი“ (1971), „ვერის უბნის მელოდიები“ (1973), „ღამის ვიზიტი“ (1974), „დათა თუთაშხია“ (1977), „დამშვიდობება“ (ხანა ჩვენი ბავშვობისა“ 1987), ანდრეი პეტროვის მუსიკაზე შექმნილი ფილმი-კონცერტი „ცისფერი ქალაქები“ (1985) და სხვა. ასევე, გადაღებულია ფილმებში: „სამკაული სატრფოსათვის“ 1971 (აიშა), „სიყვარული აქცენტებით“ 2012 (იუბილარი ქალბატონი), „მე, პელეს ნათლია“ 1991 (მაკა) და სხვა.

ნანი ბრეგვაძეს მიღებული აქვს მრავალი წოდება და სახელმწიფო ჯილდო: საქართველოს დამსახურებული არტისტი (1968), საქართველოს სახალხო არტისტი (1974), შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1998), საქართველოს „ღირსების ორდენი“ (1996), საქართველოს პრეზიდენტის „ბრწყინვალების ორდენი“ (2010), ოქროს მედალი მეცენატობისათვის (2003), ოქროს მედალი ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის, „საქართველოს საუკუნის მომღერალი“, თბილისის საპატიო მოქალაქე (1995), ქალაქ ბენალმადენის (ესპანეთი) საპატიო მოქალაქე (1996).

2000 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა ნანი ბრეგვაძის ვარსკვლავი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს ქალბატონ ნანის, დღეგრძელობასა და შემოქმედებითად აქტიურ წლებს უსურვებს”, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus