Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

CIA-ს დირექტორმა ვლადიმირ პუტინს „ერთობ ჯანმრთელი“ უწოდა

რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი აცხადებს, რომ არ მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.


ჟურნალ Politico-ს თანახმად ამის შესახებ ბერნსმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა.


„რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ის ერთობ ჯანმრთელია“, - აღნიშნა ბერნსმა და აღნიშნა, რომ ეს არ არის დაზვერვის ოფიციალური განცხადება. ამერიკელი მაღალჩინოსანი ფორუმზე სიტყვით გამოვიდა პუტინის ირანში ვიზიტის დროს, რომლის ამსახველ ვიდეოკადრებზე ჩანდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი სიარულის დროს კოჭლობდა.


 მაისში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის სერიოზულად არის ავად, ივნისში იგივე უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმეორა.


ივნისის დასაწყისში ჟურნალი Newsweek-ი, თეთრი სახლის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, წერდა, რომ აპრილის ბოლოს და მაისის შუა რიცხვებამდე, ამერიკის სადაზვერვო უწყებები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პუტინი მძიმედ იყო ავად და შესაძლოა მომკვდარიყო. პუბლიკაციაში მოტანილი ცნობა უარყო აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა. მისი თქმით, სადაზვერვო საზოგადოებას ასეთი დასკვნა არ ჰქონია და ის პრეზიდენტ ბაიდენისთვის არ შეუტყობინებიათ.


კრემლი უარყოფს ცნობებს პუტინის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. ბოლო დროს პრეზიდენტის პრესსამსახურმა აღიარა, რომ პუტინს პრობლემები 2012 წელს ჰქონდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ზურგი დაიზიანა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus