Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ბიჭვინთის“ შესახებ დაწყებული კამათის გამო ბჟანიამ საზოგადოებასთან შეხვედრა დატოვა

ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონის კულტურის სახლში დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას საზოგადოებასთან შეხვედრა დროზე ადრე შეწყდა.


შეხდვედრაზე ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ, რომელთან დარბაზში შესვლაში ხელი შეუშალეს, ინფორმაციას ტელეგრამის არხი RESPUBLICA- ავრცელებს, რომლის თანახმადაც შეხვედრისას ვითარება დაიძაბა.


ასლან ბჟანია მოქალაქეთა შეკითხვებს აფხაზურ ენაზე პასუხობდა. სამოქალაქო აქტივისტმა ჯანსუღ ბჟანიამ მას წლის დასაწყისში ხელმოწერილი იმ განკარგულების შესახებ ჰკითხა, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის ე.წ. სახელმწიფო აგარაკის „ბიჭვინთის“ გადაცემას შეეხებოდა.


ბჟანიამ პასუხის გაცემა შემდეგი სიტყვებით დაიწყო „მისმინე, ჩემი თავისადმი პატივისცემას ბოროტად ნუ გამოიყენებ, კეთილი ინებე და დაჯექი შენს ადგილას“. ამ პასუხს სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.




დე-ფაქტო პრეზიდენტმა შეეხვედრა დატოვა, მას დამსწრეთა ნაწილიც მიჰყვა.


ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. აფხაზური საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის საპარლამენტთაშორისი კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი. საკითხთან დაკავშირებით აფხაზურ საზოგადოებაში მღელვარება არ წყდება. სესიის დღეს ოპოზიცია პარლამენტთან ხალხის შეკრებას ელოდება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus