Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სტანო: რეფორმები საშინაო დავალებაა, ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლ ჰარცელს

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის თანაშემწე პიტერ სტანო აცხადებს, რომ ევროკავირის სრულ მხარდაჭერას უცხადებს ელჩს კარლ ჰარცელს და აცხადებს, რომ საკუთარი განუხორციელებელი ამბიციების გამო სხვების დადანაშაულება მხოლოდ ადასტურებს მეტი დროის საჭიროებას იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი.


„საქართველო: ევროკავშირის დღის წესრიგით გათვალისიწინებული რეფორმების განხორციელება ადგილობრივი პოლიტიკოსების ამოცანაა, საკუთარი განუხორციელებელი ამბიციების გამო სხვების დადანაშაულება მხოლოდ ადასტურებს მეტი დროის საჭიროებას იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი და ეს რეფორმები საშინაო დავალებაა. ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ევროკავშირ-საქართველოს დაახლოებისთვის",- წერს პიტერ სტანო.


20 ივლისს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მუშაობის შეფასებისას განაცხადა, რომ „მას შეეძლო უკეთესად ემუშავა იმისთვის რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო“.


ამავე დღეს პარტია "ქართული ოცნების" თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჰარცელს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფითი როლი ჰქონდა.




ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობას საქართველოში ელჩი კარლ ჰარცელი 2018 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა მას მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება. გამოსამშვიდობებელი ვიდეო მიმართა ჰარცელმა ცოლთან ერთდა 20 ივნისს გაავრცელა.


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus