Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„აშკარაა, ეს არის ერთი ადამიანი - ბატონი ივანიშვილი“ - კერსტინ ლუნდგრენი

„იმედი მაქვს, ქართველი ხალხი შეძლებს და მოიპოვებს არა მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას, არამედ იმასაც, რომ მათ სამართლიანად მოექცნენ, - ამბობს კერსტინ ლუნდგრენი, შვედი პოლიტიკოსი, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, - მათი ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, გრძელდება ე.წ. მცოცავი ოკუპაცია. ამ საკითხს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს, თუ ის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გაქრება, ეს დიდი სირცხვილი იქნება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა, ისევე როგორც 2008 წელს, რეალობისთვის თვალის გასწორების ნაცვლად, ამჯერადაც სხვაგან გახედვა ამჯობინა”.


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელი საქართველოს საკითხებზე (2015-2019 წწ.) საქართველოს გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და შიდაპოლიტიკურ პროცესებს დღემდე ადევნებს თვალს. ვაჟა თავბერიძემ კერსტინ ლუნდგრენს რამდენიმე კითხვა ვაშინგტონიდან დაუსვა.


რადიო თავისუფლება: „ცუდი იქნება, თუ საქართველოს "ჰაერში გამოკიდებულს" დავტოვებთ. ეს მათi რუსეთისთვის შეტოვების ტოლფასი იქნება“, - წერთ თქვენ. შეგიძლიათ თქვენი სკეპტიკურად განწყობილი კოლეგებისთვის უფრო დეტალურად განმარტოთ, რატომ?




კერსტინ ლუნდგრენი: საქართველო პირველი იყო, ვინც რუსეთის იმპერიული ზრახვებისა და ქმედებების მსხვერპლად იქცა, 2008 წელს. და მაშინ საქართველო მიტოვებულად გრძნობდა თავს. ევროკავშირმა არც სანქციები დააწესა და არც პრინციპული პოზიცია დაუკავებია [რუსეთის წინააღმდეგ]. იგივე არ უნდა გავიმეოროთ. ვფიქრობ, ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე, ისინი ერთ „ტერიტორიად“ უნდა მოიაზრებოდნენ - ტერიტორიად, რომელსაც ერთი და იგივე აგრესორი ემუქრება. უკრაინელი, მოლდოველი და ქართველი ხალხისთვის ჩვენი გზავნილი უნდა იყოს ერთნაირი: ევროკავშირის კარი ღიაა, ეს ბილიკი წევრობამდე მიგიყვანთ. ეს იქნებოდა გზავნილი კრემლისთვისაც. მაგრამ თუ ამ ქვეყნებს დავყოფთ და უკან მოვიტოვებთ საქართველოს, ქვეყანას, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამით შევქმნით სიტუაციას, სადაც აღმოცენდება უნდობლობა და იმედგაცრუება, რომელსაც კრემლი უპრობლემოდ გამოიყენებს სათავისოდ. მე არ მგონია, რომ ესაა გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხაზგასმით დაფიქსირდეს, რომ საქართველოს უკან არ ვტოვებთ. სამივე ქვეყნისთვის ეს საკმაოდ რთული, გამოწვევებით სავსე გზა იქნება, მაგრამ კანდიდატის სტატუსი სამივეს უნდა მიეცეს.


რადიო თავისუფლება: რას ფიქრობთ იმ პირობებზე, რომლებიც ევროკომისიის გადმოსახედიდან, საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს, ვიდრე მისი სტატუსის საკითხი განიხილება?


 




კერსტინ ლუნდგრენი: უდავოა, რომ ის პრობლემები, რომლებზეც ევროკომისია საუბრობს, არსებობს და საქართველომ ისინი აუცილებლად უნდა მოაგვაროს. მაგრამ მე არ მგონია, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტაზე საქართველოს უკან მოტოვება დადებით გავლენას იქონიებს. არ მგონია, რომ ამით დავეხმარებოდით ქართველ ხალხს, რომელსაც სურს პროდასავლური კურსით სვლა. ამას სჯობს, სამივეს თანაბარი შესაძლებლობა მივცეთ, იმაზე ხაზგასმით, რომ ცვლილებები უნდა ვნახოთ, და ისინი უნდა ვნახოთ არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურად, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა. ამიტომ ვფიქრობ, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, საქართველოსთვისაც მიგვეცა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობით, რაც განსაზღვრავდა კიდეც მათ შემდგომ პროგრესს, მათ [საქართველოს] უკვე აქვთ იმაზე მეტი "დათქმა", ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას.


რადიო თავისუფლება: ევროკომისიის ერთ-ერთი პირობაა დეოლიგარქიზაცია. როგორ ფიქრობთ, ვის გულისხმობენ?




კერსტინ ლუნდგრენი: ვფიქრობ, საკმაოდ აშკარაა, რომ არის ერთი ადამიანი - ბატონი ივანიშვილი, რომელსაც აქვს ფული, აქვს ძალაუფლება, აქვს კავშირები და ჯერ კიდევ აქტიურ მოთამაშედ რჩება ქართულ პოლიტიკაში. საქართველოს უკვე საკმარისი ხანია, თვალს ვადევნებ. უკანასკნელ რამდენიმე არჩევნებს საქართველოში მუდმივად თან ახლდა ორი „აჩრდილი“ - ერთი ბატონი ივანიშვილის, მეორე კი ბატონი სააკაშვილისა. და მე ვფიქრობ, საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის უკეთესი იქნება, თუ მომავლისკენ გაიხედავენ, წინ წავლენ და წარსულის ამ ორ აჩრდილს უკან მოიტოვებენ. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თუ რა გზას აირჩევენ წინსვლისთვის. და ვიცი, რომ ამ მხრივ ძვრები არის, რომ პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება. მომავალ არჩევნებში, იმედია, უკეთესი პოლიტიკური გარემო შეიქმნება ქვეყანაში, განსაკუთრებით, თუ საარჩევნო კოდექსში დაპირებული ცვლილებები განხორციელდება. ჩვენ ვნახეთ, რომ მოლდოვას ჰქონდა არჩევნები, რომლის წყალობითაც ქვეყანა დღეს უკეთეს სიტუაციაში აღმოჩნდა. საქართველო ზღაპრული ქვეყანაა, ფანტასტიკური ხალხით. იმედი მაქვს, ქართველი ხალხი შეძლებს და მოიპოვებს არა მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას, არამედ იმასაც, რომ მათ სამართლიანად მოექცნენ. მათი ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, გრძელდება ე.წ. მცოცავი ოკუპაცია. ამ საკითხს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს, თუ ის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გაქრება, ეს დიდი სირცხვილი იქნება [ევროკავშირისათვის], რადგან ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა, ისევე როგორც 2008 წელს, რეალობისთვის თვალის გასწორების ნაცვლად, ამჯერადაც სხვაგან გახედვა ამჯობინა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus