Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართა

ამ დროისთვის 15-მდე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების მიმართ. ის პრეზიდენტებსა და მთავრობის ხელმძღვანელებს 24 ივნისს ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითში მხარდაჭერას სთხოვს.


ზურაბიშვილი ცალ-ცალკე მიმართავს ესტონეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, ავსტრიის, იტალიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, გერმანიის, ხორვატიის და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებს.




მაგალითად, პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას ზურაბიშვილი ახსენებს, რომ საქართველოს და პოლონეთს საერთო ტრაგიკულ წარსული აქვთ, რომელიც მოიცავს ოკუპაციასა და ევროპული ოჯახიდან მოწყვეტას. ზურაბიშვილი პოლონეთის მხარდაჭერის იმედს გამოთქვამს.


გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ზურაბიშვილი მიმართავს, რომ ევროპელებს ერთმანეთისგან კედლები არ უნდა ყოფდეს. საქართველოს პრეზიდენტს გერმანიის მხარდაჭერის იმედი აქვს.








17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.




ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus