Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საკორინთლოსა და დვანშიც გააქტიურდნენ

ხურვალეთის შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოსა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი დვანში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. საკორინთლოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ანტისაოკუპაციო მოძრაობის დრონმა რამდენიმე ათეული მეტრის სიგრძის თხრილი დააფიქსირა, კადრების მიხედვით, თხრილი იმდენად ღრმაა რომ სანგარს უფრო ჰგავს. საკორინთლოს მცხოვრებლები შიშით გათხრილ ადგილს ვეღარ უახლოვდებიან. მათი თქმით, სოფელი ყოველწლიურად მიწის ფართობებს კარგავს, საოკუპაციო ძალები კი მუდამ პატრულირებენ და იქით შემთხვევით მოხვედრილ მოქალაქეებსაც აკავებენ.


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში კი საოკუპაციო ღობის მიღმა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს. ადგილზე ტრაქტორი რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა და ოკუპაციის ხაზს მიღმა საკმაოდ განიერ ხნულს ავლებდა. ოსური მხარის მტკიცებით, ეს ხნულები იმისთვისაა, რომ ზაფხულის სეზონზე ყანებში ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუშალოს.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკორინთლოსა და დვანში განახლებული ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ მცირე ცნობა გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და საქმის კურსში უკვე ჩააყენეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.


სუს-მა რეგიონში გააქტიურებულ ე..წ ბორდერიზაციის პროცესს უფრო ვრცელი განცხადება მიუძღვნა კვირას, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სათვალთვალო კოშკურებს ამონტაჟებდნენ.


სოფელ ხურვალეთის მიმდებარე მცირე მთა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიკავეს. ამ ფერდობზე არის სოფლის სასაფლაო, რომელიც ამჟამად ორ ნაწილად არის გაყოფილი. ფერდობზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებიც დამონტაჟებულია, მაგრამ ხურვალეთელების თქმით, ამ ბანერების ქვემოთ, სოფლის სიღრმეში ეკლესიამდე, შეიარაღებული ჯარისკაცები ხშირად ჩამოდიან.


სუს-მა პირობა დადო, რომ ერგნეთის მომდევნო შეხვედრაზე, რეგიონში გააქტიურებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს მკაცრი რეაქცია მოჰყვება. ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება, მანამდე მხარეები კონსულტაციებს ცხელი ხაზის მეშვეობით გააგრძელებენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus