Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბურჯანაძე: გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ საქართველოში „ქართული ოცნების“ დემონტაჟის პროცესი შეუქცევადი გახდა… ახლა მაინც უნდა დადგეს ვადამდელი არჩევნების საკითხი

გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ საქართველოში „ქართული ოცნების“ დემონტაჟის პროცესი შეუქცევადი გახდა,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი შეფასებით, აქციაზე „შინ ევროპისკენ მოქალაქეებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ რაც ახლა საქართველოში ოლიგარქიულ მმართველობასთან დაკავშირებით ხდება, უბრალოდ, სირცხვილია.

„ქართულ ოცნებას“ ვეუბნები, რომ ეს არის უკვე შეუქცევადი პროცესი. გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ საქართველოში „ქართული ოცნების“ დემონტაჟის პროცესი შეუქცევადი გახდა. „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი რამ გააკეთა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომ მან ნამდვილად მოხერხა ის ტოტი, რომელზეც იჯდა. ამას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკოსების ჩართულობა. ძალიან მინდა ყველას ვთხოვო, ვისაც პროცესის მართლა წარმატებით დასრულება უნდა, ვთხოვო საზოგადოებას და გავაფრთხილო პოლიტიკოსები, რომლებიც საზოგადოებისგან განსხვავებით კეკლუცობენ, რომ პოლიტიკოსები გვერდზე გავიწიოთ, გვერდზე კი არ უნდა გავიწიოთ, თავით უნდა გადავეშვათ ამ პროცესში და რაც საჭიროა, გავაკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი სწორად ვერ დასრულდება“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ამ პროცესში პოლიტიკოსების ჩართულობა აუცილებელია.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ მოთხოვნას დააყენებს, რომ აქციაზე პოლიტიკოსები არ გამოჩნდნენ და არ იყვნენ, ბიძინა ივანიშვილს წისქვილზე წყალს დაასხამს, რადგან პოლიტიკური პროცესი პოლიტიკოსების გარეშე წარმატებით ვერ დასრულდება. რა თქმა უნდა, წამყვანი ძალა ხალხი, ახალგაზრდები არიან, მაგრამ პოლიტიკოსებმა თავისი საქმე უნდა გააკეთონ“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

ის მიიჩნევს, რომ მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები და ეს საკითხი არც უნდა მოხსნილიყო დღის წესრიგიდან.

„ეს არც უნდა მოხსნილიყო დღის წესრიგიდან ოპოზიცია რომ თავის ადგილზე ყოფილიყო. რა გვინდა პარლამენტში, რომელზეც ვამბობდით, რომ გაყალბებული პარლამენტია და რუსი ოლიგარქის „ბუტკააო?“, მაგრამ კარგი, ჩავლილი ამბავია, ახლა მაინც უნდა დადგეს ვადამდელი არჩევნების საკითხი. რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ცვლილებებია აუცილებლად საჭირო, რადგან „ქართული ოცნება“ ისევ გააყალბებს არჩევნებს და დაგვახევს თავზე, როგორც ადრე, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი შეფასებით, საჭიროა ოპოზიციის ერთიანობა, რაც ყველაფერს წალეკავს და ამას „ქართული ოცნება“ ვერ გაუძლებს.

ამასთან, მან ტექნიკური მთავრობის შექმნის თაობაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც შეაფასა.

როგორც ბურჯანაძე აცხადებს, იდეა კარგია, მაგრამ მისი რეალიზების მექანიზმს ვერ ხედავს.

„ცუდი აზრი არ არის, რომ ტექნიკური მთავრობა შეიქმნას ან ტექნიკურმა მთავრობამ უზრუნველყოს 6 თვიანი რეფორმები, ვადამდელი არჩევნების ჩატარება, მაგრამ როგორ უნდა შეიქმნას ეს ტექნიკური მთავრობა, მაშინ დღევანდელი უნდა გადადგეს. დღევანდელი მთავრობა უნდა გადააყენოს ბიძინამ ამ ჩვენ, სხვანაირად ახალი ტექნიკური მთავრობა როგორ შეიქმნება?! იდეა კარგია, მაგრამ მისი რეალიზების მექანიზმს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus