Добавить новость


World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ბოკერია: ამ ადამიანის პოლიტიკური გავლენის სრული განეიტრალება გვჭირდება, რაც „ქართული ოცნების“ მთლიანად ჩამოცილებას გულისხმობს

ეს არის მორიგი ბოდვა, სერიოზულად არც უნდა განვიხილოთ, რომ ამ ყველაფრის სამიზნე ივანიშვილი არაა. მე საფრთხეს სხვა რამეში ვხედავ, რომ ოპონენტებს შორის საოცარი გაუგებრობა არ მოხდეს, რომ თითქოს რაიმე ფორმალური კანონების მიხედვით ამ პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ დეოლიგარქიზაციის კანონზე გაკეთებულ განცხადებას.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის სრული განეიტრალების გარეშე ყველაფერ დანარჩენზე საუბარი, კარგ შემთხვევაში თავის მოტყუება და გულუბრყვილობაა, ხოლო ცუდ შემთხვევაში სასარგებლო იდიოტიზმი.

„ჩვენთან ვითარება მაგ ზღვარს გაცდენილია. ჩვენთან ქვეყანა ივანიშვილის მხრიდან ფორმალური კანონებით არ იმართება. ნორმალურ ვითარებაში, რა თქმა უნდა, კანონებს, დეკლარირებულ, ქაღალდზე დაწერილს წესებს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ მანდ არ ვართ. ჩვენ ამ ადამიანის პოლიტიკური გავლენის სრული განეიტრალება გვჭირდება, რაც „ქართული ოცნების“ მთლიანად ჩამოცილებას გულისხმობს. ამის გარეშე ყველაფერ დანარჩენზე საუბარი კარგ შემთხვევაში თავის მოტყუება და გულუბრყვილობაა, ხოლო ცუდ შემთხვევაში სასარგებლო იდიოტიზმი,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus