Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

რუსეთმა სანქციები დაუწესა მარკ ზაკერბერგს, კამალა ჰარისსა და რამდენიმე ამერიკელ ჟურნალისტს

რუსეთმა " განუსაზღვრელი ვადით" აუკრძალა ქვეყანაში შესვლა აშშ-ს 29 მოქალაქეს, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, "მუდმივად გაფართოებული ანტირუსული სანქციების საპასუხოდ." სანქციები, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა ნათქვამი, დაუწესდა იმ "უმაღლესი რანგის ლიდერებს, ბიზნესმენებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს, ასევე არაერთი მაღალი თანამდებობის პირის მეუღლეებს, რომლებიც ქმნიან რუსოფობიურ დღის წესრიგს."


სიის სათავეში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისია. სიაში ასევე შედის მისი მეუღლე დუგლას ემჰოფი, რუსეთში ექსტრემისტულად აღიარებული კორპორაცია "მეტას ხელმძღვანელი, მარკ ზაკერბერგი, ტელეწამყვანი ჯორჯ სტეფანოპულოსი, CNN-ის ჟურნალისტი ბიანა გოლოდრიგა და Medusa-ს ინგლისური ვერსიის მთავარი რედაქტორი, კევინ როტროკი.




მანამდე რუსეთმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, ბორის ჯონსონსა, და სხვა მაღალჩინოსნებს აუკრძალა რუსეთში შესვლა დიდი ბრიტანეთის "მტრული" პოზიციის გამო უკრაინის ომთან დაკავშირებით.



ასევე აკრძალული აქვთ შესვლა საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს, თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს და 10 სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსს - ძირითადად კაბინეტის წევრებს.


მარტში მოსკოვმა მსგავსი აკრძალვა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიმართ დააწესა.


ერთი კვირის წინ, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მთავრობებმა გამოაცხადეს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები, რომლებიც მოიცავდა ფინანსურ ზომებს, რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მისაყენებლად და იმ მაღალი თანამდებობის პირების შესაზღუდად, რომლებმაც სარგებელი მიიღეს პუტინის რეჟიმის პირობებში.


თავის მხრივ, რუსეთი აპირებს მომავალშიც გაზარდოს იმ მაღალჩინოსნების სია, რომელთაც აეკრძალებათ რუსეთში შესვლა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus