Добавить новость
World News


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ბუჩაში ჩამოდითზე“ პასუხი ერთადერთია „მოვდივართ“, როდესაც ამას ჭირისუფალი გეუბნება – იაგო ხვიჩია

„ბუჩაში ჩამოდითზე“ პასუხი ერთადერთია „მოვდივართ“, როდესაც ამას ჭირისუფალი გეუბნება, – ასე შეაფასა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ რადას თავმჯდომარის მიერ უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილის პასუხი.

იაგო ხვიჩიას შეფასებით, დღეს უკრაინასთან მსგავსი რიტორიკით საუბარი მართებული არ არის.

„ზოგადად, სოლიდარობის გამოსახატავად და ბუჩაში სამძიმარზე, ახლა ამისთვის უნდა ჩახვიდე, სხვა რამისთვის ხომ არ ჩადიხარ? როდესაც ხარ ჩასასვლელი, მაშინ ის წერილი, რომ „ოფიციალური ვიზიტიდან ახლა რაღაც არ მოსულა“, ჩემი აზრით, არ არის სწორი. სინამდვილეში ახლა ისეთი რაღაცისთვის უნდა ჩახვიდე, რელევანტური არ არის ეს პასუხი. სამუშაო შეხვედრა ხომ არ არის? ნახო ტრაგედია, სამძიმარი უთხრა და გაამხნეო. როდესაც ამას პასუხობ, ეს სამძიმარს და გამხნევებას არ უხდება. „ბუჩაში ჩამოდით“-ზე პასუხი ერთადერთია „მოვდივართ“, როდესაც ამას ჭირისუფალი გეუბნება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს მან მიიღო რადას თავმჯდომარის მიწვევა, ჩავიდეს უკრაინაში, თუმცა, აცხადებს, რომ რიგი საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს.

„რაც შეეხება მოწვევას, ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“, – დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus